ადვოკატი - ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი

ადვოკატი - ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი

access_time2020-11-03 21:46:55

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლომ ნიკა მელიას სხვადასხვა სახის შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა და ჩამორთმეული ყველა სახის დოკუმენტი დაუბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას მიმართ დაწესებული შეზღუდვები უკანონო და ანტიკონსტიტუციური იყო.



„ნიკა მელიას გაუუქმდა ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ არაკონსტიტუციური იყო - ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, ეს არის მოქალაქეებთან კომუნიკაცია, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ამ შეზღუდვებში უკანონოდ იმყოფებოდა. ასევე, ეს უკანონო და ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.



გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურამ თვითონ მოითხოვა „უკანონო“ შეზღუდვების გაუქმება.



„მოსამართლემ გირაოს ნაწილში თანხა გაზარდა 40 ათასით, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, აბსოლუტური აბსურდია იქედან გამომდინარე, რომ თუკი 30 000 ლარიანი გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას, 40 ათას ლარიანი გირაო ამას რანაირად შეძლებს?! ფაქტი არის ერთი- პროკურატურამ თვითონ მოითხოვა იმ უკანონო შეზღუდვების გაუქმება და ეს შეზღუდვები გაუქმდა. ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, ის აღარ არის ვალდებული არც სახლში იყოს და არც შეიზღუდოს თავი გადაადგილებაზე. მას ყველა სახის დოკუმენტი დაუბრუნდა“,- განაცხადა ადვოკატმა.



გიორგი კონდახიშვილის თქმით, გირაოს საკითხთან დაკავშირებით ის ნიკა მელიასთან გაივლის კონსულტაციას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას. ადვოკატს ასევე არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ნიკა მელია გირაოს გადახდას.




„ჩვენ ჩავიბარებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, წავიკითხავთ, ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ სამართლებრივად არასწორი განმარტება გააკეთა მოსამართლემ. 200-ე მუხლის მეშვიდე ნაწილში არ წერია იმის თაობაზე, რომ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაში იგულისხმება თანხის გაზრდა“ , - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.



აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.



სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.




IPN.GE










თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up