ადვოკატი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2

ადვოკატი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება

access_time2019-10-05 13:01:46

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.

„ალბათ, კითხვები „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იქნება, რაც მანამდე ზაალ უდუმაშვილთან და გიორგი ლაფერაშვილთან ჰქონდათ და რაზეც საუბრობდა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, როცა სამსახურიდან ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სასაცილოა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნოდარ მელაძის დაბარებით, საინფორმაციო გამოშვებებში ტონი შერბილდება, ან სარედაქციო პოლიტიკაში რამე შეიცვლება, ძალიან ცდება. გარდა ამისა, პროკურატურა შეეცდება, რომ ამ მიმართულებითაც, ნიკა გვარამიას ბრალის დამძიმება მოახდინოს. ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში და იმ დროს, როცა „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობდა, „რუსთავი2" იყო ყველაზე წარმატებული ტელევიზია და ეს აისახებოდა, როგორც რეიტინგებზე, ისე სარეკლამო შემოსავლებზე", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ გამოკითხვას სამართალთან კავშირი არ აქვს.


„ამ საქმეზე ფიზიკურად შეუძლებელია სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და ამას რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი, ახლაგახსნილი "მთავარი არხის" განეიტრალება და მეორე, "რუსთავი2"-ის გაკოტრების დაბრალება. ხელისუფლება შეეცდება, ეს ნიკა გვარამიას დააბრალოს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.


IPN 

თეგები:
რუსთავი 2



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up