„ადრინდელი 100 ლარი ახლანდელ 142.7 ლარს უდრის“ - თემურ ბასილია ინფლაციაზე

„ადრინდელი 100 ლარი ახლანდელ 142.7 ლარს უდრის“ - თემურ ბასილია ინფლაციაზე

access_time2021-02-17 16:30:26

ერთი შეხედვით, თითქოსდა ინფლაცია საქართველოში არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას; კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, მაშინ როდესაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამ მონაცემმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან, თუ კარგად ჩავხედავთ ინფლაციის მდგენელებს, დავინახავთ, რომ ამ წლის ინფლაცია შესაძლოა სულაც არ ასახავდეს რეალური ინფლაციის მდგომარეობას, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ საქართველოში არსებული ინფლაციის ხარისხი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.


„ასეთი მოსაზრების არსებობის უფლებას იძლევა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც კი, ფასები ამ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, მზესუმზირის ზეთის ფასი გაიზარდა 148%-ით, მწვანილის - 126%-ით, შაქარის - 121%-თ, წიწიბურის - 143%-ით, მწვანე ლობიოს - 151%-ით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების - 128%-ით, ბავშვის სპორტული ფეხსაცმლის - 127%-ით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული, 2020 წლის წლიურმა ინფლაციამ საგრძნობლად გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს და 5.2% შეადგინა, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო.


როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ალბათ საინტერესოა, როგორ გაუმჯობესდა/გაუარესდა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა გასული ათი წლის განმავლობაში. ქართული სტატისტიკის მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 2020 წლის დეკემბერში 2010 წელთან შედარებით 142.7% შეადგინა; ანუ, თუ საქართველოს მოქალაქეები ათი წლის წინ, გარკვეულ პროდუქტებსა მომსახურებაში იხდიდნენ 100 ლარს, დღეს იგივე პროდუქტების შეძენასა და მომსახურების მიღებაში დღეს უწევთ 142.7 ლარის გადახდა.


მოგეხსენებათ, კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეს მონაცემები კი, თვალნათლივ ადასტურებს რამდენად „წარმატებულია“ ეროვნული ბანკის საქმიანობა ამ მიმართულებით.



მოკლედ გეტყვით, რომ პრობლემა არის ფუნდამენტური; კერძოდ, ეროვნული ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი 2017 წლის 6 ნოემბერს, გაზეთ „ბანკები და ფინანსებისადმი“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: „ფართო ფულის მასის ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და ასეთი რეჟიმის დროს ფულის მასა არ იძლევა ინფორმაციას არც მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობის, არც მომავალი მდგომარეობის და არც კურსის შესახებ. იმიტომ, რომ კორელაცია ფულის მასასა და ინფლაციას შორის ირღვევა. ამიტომ, ფულის მასაზე ყურება არ მოგვცემს საჭირო ინფორმაციას. ფულის მასას ვუყურებთ მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდობის მართვისთვის. ახლა სხვა დატვირთვა ფულის მასას არ აქვს. ასევე, შეგვიძლია ფულის მასას შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში, თუ შესაბამის შესწორებას მივუსადაგებთ ფულის მულტიპლიკატორისთვის. თუმცა, ფულის მასის ყურებას პრაქტიკული გამოყენება არ აქვს.“ ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ, მსგავსი იდეა არაერთხელ გაიმეორა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.


ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი: არც ერთ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ეკონომისტს ასეთი უპასუხისმგებლო, არაპროფესიული და არაკომპეტენტური განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, ვინც ამ მოსაზრებაზე საუბრობს გახლავთ ე.წ. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ (Modern Monetary Theory - MMT) წარმომადგენლები და ამ მოსაზრებას იზიარებენ უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის ხარჯების უკონტროლო ზრდას. როგორც ცნობილია, მთავრობის ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტის მეშვეობით, რომლის შემოსავლები ყალიბდება გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებით, მთავრობის მიერ აღებული სესხით ან ფულის ბეჭდვით. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები აცხადებენ, რომ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვალუტა, შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ სახელმწიფო ვალდებულებების დასაფარად. მათი აზრით, ასევე, მთავრობებს არ სჭირდებათ მეტი გადასახადები, რადგან ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული ვალუტა, ყოველთვის შეუძლიათ ამ ვალუტის/ფულის ბეჭდვა თავიანთი ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისად, მათი აზრით, მთავრობამ შეიძლება არ შეზღუდოს ბიუჯეტის ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და დაგროვილი დავალიანება, მათი აზრით, აღარ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთათვის ტვირთის დაწესების პრობლემას.


როგორც ვხედავთ, „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები, ეყრდნობიან, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ საეჭვო მოსაზრებებს ინფლაციის მიზეზებისა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის როლზე. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეების დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც, ფისკალურ ორგანოებს შეუძლიათ მართონ მონეტარული პოლიტიკა, წარმოშობს საფრთხეს, რადგან, ეს იწვევს ძალიან მაღალ დავალიანებას, ინფლაციას, ან ორივეს ერთად. ეს კი, ძალიან საზიანო გახლავთ მთლიანად ეკონომიკისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის „ახლებურად მოაზროვნე“ დღევანდელი ხელმძღვანელების მოსაზრებები ემთხვევა ისეთი მარგინალური ჯგუფების მოსაზრებებს, როგორიც გახლავთ, „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ (Modern Monetary Theory - MMT) წარმომადგენლები.


სწორედ ამიტომაც ვურჩევდი ყოველთვის როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ უმჯობესია „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა, რომლის პირობებშიც, შესაძლებელი იქნება ინფლაციის მართვა და ფინანსური სტაბილურობის მიღწევა“, - განაცხადა თემურ ბასილიამ.


geotimes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up