ადრე თუ ჰაერში იყო გამოკიდებული, ახლა ბახმარო კურორტს ემსგავსება - ბახმარო ადმინისტრაციული ერთეული გახდა

ადრე თუ ჰაერში იყო გამოკიდებული, ახლა ბახმარო კურორტს ემსგავსება - ბახმარო ადმინისტრაციული ერთეული გახდა

access_time2020-07-03 19:00:17

„ბევრი რაღაც მოხდა ბახმაროში -  ადრე თუ გამოკიდებული იყო ჰაერში, ახლა ბევრი ცვლილება განხორციელდა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ბახმარო ადმინისტრაციულ ერთეულად გადაკეთდა და ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ ამ სეზონისთვის გამრიცხველიანება ვერ მოესწრო, ამ პანდემიამ რაღაც პროცესების გადაწევა მოითხოვა და სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჩოხატაურის მერის მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ განუცხადა. 


როგორც ცნობილია, 2017 წელს შეიქმნა ბახმაროს სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის სარეგულაციო გეგმა. მოხდა ზონირებების დაყოფა, თუ სად უნდა ყოფილიყო სამშენებლო, სად რეკრეაციული ზონა და სად იქნებოდა საზოგადოებრივი საჯარო სივრცე. ეტაპობრივად, ბახმარო ზამთრის კურორტის ფუნქციას იძენს, თუმცა,  ჯერ კიდევ მიმდინარეობს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კურორტზე ინვესტიციის ჩადებით დაინტერესებულ უცხოელებს შორის რეალური ინვესტორი ჯერჯერობით არ ჩანს.


როგორც ჩოხატაურის მერიაში განმარტავენ, ამჟამად დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები არ არიან, თუმცა მალე დაიწყება ცენტრალური პარკის მოწყობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად განხორციელდება.


„შეგვიძლია მომავალ წელს თანხები მოვიზიდოთ რაიონიდან, რისი უფლებაც აქამდე არ გვქონდა. ადგილობრივი მწირი ბიუჯეტიდან ვხარჯავდით მცირე თანხებს.   ბახმარო ოფიციალურად კურორტს ემსგავსება.   ფაქტია, რომ  ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება. მომავალ წელს  წყლისა და კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება, თანდათან გზების პრობლემასაც ეშველება. ახლა რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხების დახარჯვა შეგვიძლია, რადგანაც ადგილობრივი ფული არ გვაქვს, გზა ხსნილი გვაქვს,“ - განმარტა თამაზ ჯინჭარაძემ.  


2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კომპანიას „ორბი ჯგუფს“ 4.5 ჰექტარი  გადაეცა ვალდებულებით, რომ 5 წლის განმავლობაში ამ კომპანიამ   ბახმაროს შესაბამის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონის მოწყობისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯოს. ჩოხატაურის მერის განცხადებით, კომპანიამ ჯერჯერობით შესწავლა დაიწყო და  კურორტი მოლოდინის რეჟიმშია. ამის გარდა რამდენიმე კვირის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ბახმაროს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტირება.



„ბახმაროს“  სამშენებლო პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ რამდენიმე თვის წინ განუცხადა.


როგორც თამაზ ჯინჭარაძე აღნიშნავს, ამჟამად ბახმაროში „ორბი ჯგუფს“ არცერთი პროექტი არ განუხორციელებია, თუმცა ის ერთადერთი ინვესტორია, ვინც დაგეგმარების შემდეგ ამ კურორტზე პროექტების განხორციელებას გეგმავს.


„ორბი ჯგუფი“ ამ ეტაპზე არაფერს არ აკეთებს, სასტუმროები აშენებული არ არის, მაგრამ ველოდებით რომ დაიწყებს, მას თავისი პირობებით აქვს ეს მიწა გადაცემული. სამწუხაროდ, „ორბის“ გარდა სხვა ინვესტორი არ შემოსულა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რადგან ბახმარო ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა, დაინტერესებასაც ველოდებით,“ - განაცხადა თამაზ ჯიჭინაძემ.

 

შეგახსენებთ, მთავრობამ კურორტ „ბახმაროს განვითარება პრიორიტეტად 2015 წლის თებერვალში მიიჩნია. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც  მიზნად კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავდა .


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, რადგან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დარგი, - აღნიშნავდა  2015 წელს მაშინდელი  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იმავე პერიოდში გურიის გუბერნატორი აცხადებდა, რომ კურორტის განვითარებას გერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი გეგმავდა.


ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up