adjarasport-მა უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი Setanta Sports Eurasia შეიძინა

adjarasport-მა უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი Setanta Sports Eurasia შეიძინა

access_time2021-02-09 16:55:29

adjarasport-ი საქართველოს შემდეგ, რეგიონში ყველაზე მსხვილი სპორტულ მედიად იქცა. კომპანია 2021 წლის დასაწყისში ირლანდიური Setanta Sports Eurasia-ს 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა და ამით საქართველოს მედია კომუნიკაციების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. შეთანხმების თანახმად, Adjarasport-ის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა.


„სპორტის მასშტაბების ზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ამ ინდუსტრიას ფეხი მედიამაც აუწყოს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ირლანდიურ კომპანია Setanta Sports Eurasia-სთან ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ოფიციალურად მოვაწერეთ. ჩვენი ჯგუფი ინვესტიციას ახორციელებს ისეთ პროექტებში, რომელიც მომავლის ხედვის ნაწილია და სწორედ ასეთად წარმოგვიდგენია ახალი ტიპის სატელევიზიო და სტრიმინგ პლატფორმების შექმნა და ჩამოყალიბება, რომელთა საშუალებითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანაში, სპორტთან დაკავშირებულ ყველა მთავარ მოვლენას გავაშუქებთ.


ამ შეთანხმებით ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც დავამკვიდროთ ჩვენი სტანდარტი და ხედვა - როგორ უნდა შექმნას სპორტულმა მედიამ ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი და სტრიმინგ სერვისი“, - ამბობს adjarasport-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფრუიძე.




Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიოარხებით, საქართველოსგარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე, ჯამში, 13 ქვეყანაში ოპერირებს. Setanta Sports Eurasia ევრაზიაში, მასშტაბის მიხედვით ნომერი პირველი ტელეარხია და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებებიდან 1000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს ირლან დიაში დაფუძნდა და მისი სათავო ოფისი დუბლინშია განთავსებული.




საქართველოს გარდა, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მაყურებლებს შემდეგი ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების ხილვა შეეძლებათ: ინგლისის პრემიერლიგა, ლალიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL. „უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში Setanta Sports Eurasia ევრაზიის ბაზარზე ყველაზე მსხვილის პორტული სატელევიზიო პროვაიდერი გახდა. adjarasport-ის ბაზარზე არსებობადა ონლაინ-ბიზნესის წარმოების უმაღლეს დონეზე ცოდნა, სატელევიზიოინდუსტრიაში Setanta Sports-ის 30 წლიან გამოცდილებასთან ერთად, სტრატეგიულ შერწყმას წარმოადგენს ორივე ბრენდისათვის, რაც ამ რეგიონების სპორტის ქომაგთათვის დიდებული ახალი ამბავი უნდა იყოს.” – განაცხადა Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დუაიერმაკ კოულმა.




რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - Setanta Sports Georgia 2016 წელს დაარსდა და საქართველოში ორ ტელეარხს, Setanta Georgia-სა და Setanta Georgia+-ს აერთიანებს. მომავალში, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და შოტლანდიის ჩემპიონატებს, ასევე ფორმულა1-ის, NBA-ის, ინგლისის ჩემპიონშიფის, NHL-ისა და რაგბის მატჩების ხილვას ჩვენს სატელევიზიო არხებსა და სტრიმინგ პლატფორმაზე შეძლებთ.


adjarasport-მა მომხმარებელს სტრიმინგ სერვისით სპორტული ჩემპიონატების ყურება ჯერ კიდევ 2018 წელს შესთავაზა. 2019 წლიდან შეიქმნა სატელევიზიო არხები და სპორტის მოყვარულებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათთვის სასურველი კონტენტის ხილვის ფართო არჩევანს სთავაზობს.

(R)

თეგები:
adjarasport



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up