Adjara Group: თბილისი - ახალი ბერლინი

Adjara Group: თბილისი - ახალი ბერლინი

access_time2020-01-24 20:30:09

გამოცემა RBC - ზე კომპანია Adjara Group -ის ხელმძღვანელებთან ლევან ბერულავასთან და ვალერი ჩეხერიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. „კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს:


 კომპანია Adjara Group-ის ერთ-ერთი პროექტი, სასტუმრო Stamba ჟურნალმა  Time 2018 წლის საუკეთესო ადგილთა რეიტინგში შეიყვანა. ამერიკელებმაც კი გაიგეს, რომ „ჯორჯია“ არის არა მხოლოდ ერთ-ერთი შტატი, არამედ პატარა ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში.

 

ეს ყველაფერი არის ქართველთა გარკვეული თაობის საქმიანობის შედეგი. ძირითადად იმათი, ვინც მძიმე 90-ანი წლები  გამოიარა, მოასწრო ცხოვრება და მუშაობა უცხოეთში, ჩავიდა საქართველოში ახალი ცოდნით და რაღაცის  ლამაზად გაკეთების სურვილით.


ამ თაობაშიც არიან ლიდერები - ლევან ბერულავა და ვალერი ჩეხერია  - Adjara Group-ის ტოპ-მენეჯერები.

 

 

RBC. ორი სიტყვით, მოგვიყევით ვინ ხართ თქვენ?

 

.. ჩვენ ორივე 37 წლის ვართ, ერთ თაობას წარმოვადგენთ. მე დავიბადე აფხაზეთში, სადაც 90-ანებში  ომი იყო. ზოგადად, 90-იანები საქართველოსთვის  უმძიმესი ხანა იყო. ჩემი ოჯახი გაემგზავრა კიევში, სადაც მე გავიზარდე.

 

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დავბრუბდი საქართველოში იმიტომ, რომ მსურდა ქვეყნის განახლებაში მონაწილეობა.  შემდეგ ჩავედი ნიუ-იორკში სასწავლებლად, სადაც შევხვდი ვალერის.  ის  საქართველოში 2011 წელს დაბრუნდა, მე - 2014 წელს, მაშინ როდესაც  სასტუმრო  Rooms Tbilisi გაიხსნა.

 

.. მეც, ისევე როგორც ლევანი, სსრკ-ს მოვესწარი და გავიზარდე ძალიან საინტერესო დროში, ვსწავლობდი ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. მე და ლევანი  ბევრი სერიოზული რეფორმის დაგეგმვაში ვმონაწილეობდით.

 

ზოგადად, თანამედროვე საქართველო  2004 წელს დაიბადა.

 

 RBC. როგორ შეიქმნა Adjara Group და ბრენდი Rooms-ი?

 

 .. ნიუ-იორკში ჩვენ გავიცანით თემურ უგულავა, Adjara Group-ის დღევანდელი მფლობელი.გვსურდა ისეთი კომპანიის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ადგილობრივ კოლორიტს და სერვისის საერთაშორისო დონეს.

 

ჩვენ მივიჩნევთ საკუთარ თავს კოსმოპოლიტებად, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ფესვები საქართველოშია. გვაქვს კარგი განათლება და საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოში  ჩამოვიტანეთ.

 

2011 წელს ჩვენ გავხსენით Rooms Kazbegi —  სასტუმრო მთებში. როდესაც მე პირველად ჩავედი სტეფანწმინდაში, იქ არ იყო არავითარი სიცოცხლე. ყველა იყო უმუშევარი, ვისაც შეეძლო გადაბარგდა თბილისში, მოკლედ ეს იყო ღრმა პროვინცია. თუმცა, ჩვენ დიდი პოტენციალი დავინახეთ.

 


საქართველოში ბევრი რამ არის ძალიან კარგი, მაგრამ  ამის ყველაფერის შეფუთვა და გაყიდვაა საჭირო. ჩვენ ვოცნებობდით ქართულ სუპერბრენდის შექმნაზე.

 

შენობა, რომელსაც ამჟამად იკავებს Rooms - არის ყოფილი საბჭოთა სანატორიუმი, რომელიც ჩვენ ვაქციეთ მყუდრო სივრცედ თანამედროვე დიზაინით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს არ გააჩნია ნავთობი და გაზი, ჩვენი მთავარი კაპიტალია - ცხოვრების წესი, ღვინო, საჭმელი და ბუნება. ჩვენ  ამას ყველაფერს უცხოელ სტუმრებს ვუზიარებთ.

 

.. საქართველოში ბევრი მენტალური ცვლილებები მოხდა. მაგალითად, შეიცვალა ახალგაზრდობის მიდგომა სტუმრების მიღების სფეროში დასაქმებისადმი. ეს იყო არაპრესტიჟული, დღეს კი ჩვენ ვეუბნებით ყველას  - მოდით, ერთად გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესი  და ჩვენი ქვეყანაც. და ბევრი მოდის.

 

.. ჩვენ ვასაქმებთ  ახალგაზრდებს  სხვადასხვა სასწავლებლებიდან, ძირითადად შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან სასტუმრო ბიზნესზე. თავიდან ბოლომდე ვასწავლით მათ ყველაფერს, რაც საჭიროა. დღეს Adjara Group  საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია.

 

ჩვენ ვეუბნებით ახალგაზრდებს   - კი, შეგიძლია კიდევ დიდხანს იცხოვროთ მშობლების ხარჯზე, მაგრამ ნახე, როგორ ცხოვრობენ შენი თანატოლები ლონდონში და ნიუ-იორკში. შენ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელად  იცხოვრო, დაპატიჟო ვინც გინდა პაემანზე საკუთარი ფულით  და არა დედის დახმარებით.

 

.. სხვათა შორის ჩვენი პროექტი „ფაბრიკა“ სწორედ ამისთვის შეიქმნა - ეს არა მხოლოდ ჰოსტელია,ეს არის ახალგაზრდების შეკრების ადგილიც. აქ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუძლიათ გაინცონ თანატოლები ევროპიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდანაც კი.

 

მახსოვს, როდესაც  15 წლის ვიყავი, ვსწავლობდი სკოლა-პანსიონში პარიზში. ჩემი თანაკლასელები სხვდასხვა ქვეყნებიდან უყვებოდნენ ერთმანეთს თავიანთ ცხოვრებაზე.

როდესაც მოვიდა ჩემი ჯერი, მოყევი როგორ ვიდექი პურის რიგში. მათთვის ეს იყო შოკი, ქართველებისთვის კი - ჩვეულებრივი ცხოვრება.

 

ჩვენ  ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვიზრდებოდით. გვინდა, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს  მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

 

 RBC. რა არის თქვენთვის თანამედროვე საქართველო?

 

 .. როდესაც ადამიანები ჩერდებიან ჩვენს სასტუმროებში და შედიან ჩვენს რესტორან „ლოლიტაში“, ხშირად გვეუბნებიან - ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ საქართველოში არა ვართ.

 

ჩვენ კი ვეუბნებით - სწორედ ეს არის ნამდვილი საქართველო, თანამედროვე და დინამიური. ეს ყველაფერი ქართველების შექმნილია. ჩვენთან მუშაობენ ქართველები, ჩვენს რესტორნებში  ქართველი ფერმერების პროდუქტებია.

 

თანამედროვე საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილია საკლუბო კულტურა და ღამის ცხოვრება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ გვიყვარს დასვენებაც, და ვიცნობთ თბილისური კლუბების ხელმძღვანელებს.

 

 .. ჩვენ  თბილისში ძალიან შესაფერის დროს  ჩამოვედით, დავკავდით სასტუმრო ბიზნესით, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა გახსნა კლუბები, კაფე  და რესტორნები. არ შემიძლია არ ვახსენო დემნა გვასალია, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

 

მერე აქ ამუშავდა პროექტი Mercedez-Benz Fashion Week, რომელიც ძალიან პრესტიჟული გახდა.ვმუშაობთ სხვადასხვა დარგებში - მაგალითად, გვაქვს ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა. ვყიდულობთ პროდუქტებს მხოლოდ მათგან. ჩვენ საქმეს სხვებთანაც ვაზიარებთ,სწორედ ეს აძლიერებს ბიზნესს  და საბოლოო ჯამში, ქვეყანასაც.

 

 RBC. იგეგმება თუ არა ახალი სასტუმროების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში?

 

 .. Adjara Group Hospitality-იმ  თბილისში მუშაობა  სასტუმრო Holiday Inn-ით დაიწყო, რომელსაც ასევე ჩვენ ვმართავთ. შემდეგ მივიღეთ საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი, თბილისში,  InterContinental-ის სასტუმროს გახსნის უფლება.

 

 თუმცა, ამ დროს უკვე არსებობდა სასტუმრო Rooms-ი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ,  InterContinental-ის ნაცვლად ჩვენ გავხსენით კიდევ ერთი ქართული სასტუმრო - Stamba, რომელიც  თბილისში, სასტუმრო   Rooms-ის გვერდით მდებარეობს.

 

 შემდეგი სასტუმრო გაიხსნება კოხტა-მიტარბში, ბაკურიანთან ახლოს, სავარაუდოდ, კიდევ იქნება სასტუმრო შავ ზღვაზე, პატარა ბუტიკ-ოტელი კახეთში,სადაც გვაქს დიდი მიწის ნაკვეთები ნუშის ხეებით და მარწყვით.

 

 .. მომავალში ჩვენ გვსურს სასტუმროს გახსნა სოხუმშიც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ პატრიოტები ვართ.ასევე გვაქვს საერთაშორისო დონეზე გაფართოების გეგმები.

 

 RBC. თქვენი აზრით, როგორი იქნება თბილისი 5 წლის შემდეგ?

 

 .. ჩემი აზრით, 5 წლის შემდეგ თბილისი გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კულტურული და არტ-ცენტრი და გახდება კიდევ უფრო ცნობილი მსოფლიოში. კიდევ ის იქნება გასტრონომიული ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულება.

 

.. Forbes-ში გამოვიდა სტატია «Berlin is out, Tbilisi is in».  ასე რომ, არათუ 5 წლის შემდეგ, დღესაც ჩვენ ვართ ახალი ბერლინი. 5 წელიწადში კი ქალაქი გახდება კიდევ უფრო თანამედროვე და განვითარებული, მაგრამ აუცილებლად შეინარჩუნებს აუტენტურობას და ხასიათს.

 

წყარო: RBC.Ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Adjara Group



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up