ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი კიდევ ერთ უნიკალურ ქართულ ღვინოს მიენიჭა

ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი კიდევ ერთ უნიკალურ ქართულ ღვინოს მიენიჭა

access_time2022-11-25 14:45:54

ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი კიდევ ერთ უნიკალურ ქართულ ღვინოს მიენიჭა. ქართული ღვინისთვის „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა 4 აპრილს მიმართა.



საქპატენტის მიერ მოძიებული მასალებით გაირკვა, რომ „ასურეთული შალა“ ღია ან მუქი ლალისფერი შეფერილობის, წითელი, მშრალი ღვინოა. მისი მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში. ღვინო მიიღება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა, დასაშვებია თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში.



ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე.



„სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში „ასურეთული შავი“, ძველი ასურეთის ნასახ¬ლარზე იპოვა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა „შალა“, - აცხადებენ საქპატენტში.




ამ დროისათვის, „ასურეთულ შალასთან“ ერთად, საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. სახელმწიფო რეესტრში განთავსებულია ინფორმაცია „ხვანჭკარაზე“, „ჭაჭაზე“, „თუშურ გუდაზე“, „ჩურჩხელაზე“, „სულგუნზე“, „ბორჯომზე“, „მაჭახელას თაფლსა“ და სხვა უნიკალურ ქართულ პროდუქტებზე.



ირკვევა, რომ საქპატენტი უახლოეს მომავალში, საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განაცხადს გააკეთებს ადგილწარმოშობის დასახელების „ასურეთული შალა“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით.



ანალოგიური განაცხადი გაკეთდება, საქპატენტის მიერ მიმდინარე წელს რეგისტრირებულ სხვა გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ. განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან.



საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე განახორციელებს შესაბამის ზომებს, უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე



თეგები:
ღვინო



მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up