ადგილობრივმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლოა, შეღავათებით ისარგებლონ – პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრა დასრულდა

ადგილობრივმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლოა, შეღავათებით ისარგებლონ – პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრა დასრულდა

person access_time2016-03-04 16:47:29

მნიშვნელოვანია მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს,  განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 


მისი თქმით, შეხვედრა იყო ძალიან საჭირო, ბევრი საინტერესო და საჭირბოროტო საკითხი დაისვა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, რაც შეიძლება ბევრი არაცნობადი სახე იყოს ასეთ შეხვედრაზე.

 

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაისვა ადმინისტრაციული, საგადასახადო საკითხები, საუბარი შეეხო ფინანსებზე წვდომის გამარტივების თემას.


პრემიერმინისტრის განცხადებით, ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების კუთხით გარკვეულ შეღავათებზე მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ.


 

აღნიშნულ თემაზე გიორგი კვირიკაშვილს დეტალური განმარტებები არ გაუკეთებია. შეხვედრის ერთერთი მონაწილის, გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელის გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით კი სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭების საკითხი ავეჯის ერთერთმა მწარმოებელმა დასვა, რომელიც მიიჩნევს, რომ კონკურენციის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფასი, არამედ პროდუქციის წარმოშობა. მიქაუტაძის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გამოთქვა თანხმობა, რომ იდეა განიხილონ და შესაძლოა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ადგილობრივი მეწარმეების წახალისების მექანიზმები ჩაიდოს.

 

თავად გიგლა მიქაუტაძე ამ ეტაპზე თავს იკავებს აღნიშნული ინიციატივის კომენტარისგან, რადგან ფიქრობს, რომ ჯერ უნდა გაირკვეს რა მექანიზმებით მოხდება ადგილობრივი ბიზნესის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში. ის ამბობს, რომ პროდუქციის მხოლოდ წარმოშობა არაა საკმარისი და მნიშვნელოვანია ფასი, რადგან სახელმწიფო ხარჯების დაზოგვაზეა ორიენტირებული. 

 

ზოგადად, გიგლა მიქაუტაძე შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ მას არ ახსენდება პრემიერმინისტრის დონეზე მსგავსი ფორმატის შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესთან.


“ჩვენ კონკრეტული საკითხები დავაყენეთ. ცხადია, კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია და ამის მოლოდინი არც გვქონდა, თუმცა მივიღეთ პირობა, რომ ჩვენი წინადადებები გათვალისწინებული იქნება. კარგია, რომ მინისტრები მცირე ბიზნესს პირადად უსმენენ,“ – განუცხადა მიქაუტაძემ „კომერსანტს“.




გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლას მოითხოვენ

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან
access_time2019-06-20 20:58:56
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას. აქციაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და...


მსგავსი სიახლეები

up