ადგილობრივი წარმოება წახალისდება, ხორბლის ფასი კი უკვე გაორმაგებულია

ადგილობრივი წარმოება წახალისდება, ხორბლის ფასი კი უკვე გაორმაგებულია

access_time2022-08-03 13:00:17

ბოლო 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების სასურსათო ხორბლის ფასი გაორმაგებულია. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის შესყიდვის ფასი მაღალია და შესაბამისად გაზრდილია ადგილობრივი წარმოების ხორბლის ღირებულებაც.



სილაგავას თქმით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების სასურსათო ხორბლის ჩაბარების ფასი 0,5 ლარი იყო, თუმცა წელს 1,05-1,10 ლარია. საფურაჟე ხორბლის ჩაბარებაც აქტიურად მიმდინარეობს და რეალურად ხორბალი გაუყიდავი არ რჩება.



„საქართველო წელიწადში 600 ათასიდან 700 ათას ტონამდე ხორბალს მოიხმარს. ადგილობრივი წარმოება კი 130 ათასი ტონაა. ეს 130 ათასი ტონა ხორბალი მოიცავს როგორც საფურაჟე ასევე სასურსათო ხორბალს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მთლიან მოხმარებაში ადგილობრივი ხორბლის წილი 10-15%-ია. თუმცა თავად სტატისტიკა არის არაზუსტი, რადგანაც საქსტატში მოსავლის მონაცემების ჩაბარების ვალდებულება ფერმერებს არ გააჩნიათ, განსხვავებით კომპანიებისგან. აქედან გამომდინარე სტატისტიკა იანგარიშება მოხნული ფართობების რაოდენობა გადამრავლებული საშუალო მოსავალზე/ჰექტარზე. ბოლო წლების განმავლობაში, საშუალოდ, 50 ათასი ჰა იხვნება და საშუალო მოსავლიანობა არის 2,3“, - აცხადებს სილაგავა.




საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გამო ხორბალზე გაზრდილი ფასების ფონზე ფერმერების რაოდენობა, რომელიც ხორბლის მოყვანას ან არსებული ფართობების ზრდას გადაწყვეტს, გაიზრდება. მით უმეტეს, რომ ამოქმედდება წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამებიც.



„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ხორბალზე მაღალი ფასებია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ სამინისტროს მიერ დაანონსდა თვითუზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც სათესლე მიმართულებით წახალისებასაც გულისხმობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ფერმერების ინტერესი იქნება მაღალი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უახლოეს პერიოდში გაჟღერდება პროგრამები, რომლებიც ქვეყნის თვითუზრუნველყოფას შეუწყობს ხელს, მათ შორის საუბარია ერთ წლიან კულტურებზე. ეს სავარაუდოდ მალე მოხდება, რადგანაც ახალი ხვნა-თესვის სამუშაოები ძალიან მალე უნდა დაიწყოს.
საქართველოში ხორბლის აღება ივნისში დაიწყო და უკვე მილევად ფაზაშია. ახალი მოსავლისთვის ხვნა-თესვა მალევე დაიწყება და ამ დროისთვის უკვე იქნება კონკრეტული პროექტები „გამოტანილი“, - აცხადებს სილაგავა.


ვინ იბარებს ადგილობრივი წარმოების სასურსათო ხორბალს?


ლევან სილაგავას განმარტებით, დიდი წისქვილ-კომბინატები ისევ გაჩერებულია და ხორბლის ჩაბარება ხდება მცირე წისქვილების მიერ, რომლებიც სეზონურად მუშაობენ და ადგილობრივ ხორბალს ამუშავებენ. დიდი წისქვილ-კომბინატებს მუშაობისთვის დიდი მოცულობის და უფრო მაღალი ხარისხის ხორბალი სჭირდებათ. პატარა წისქვილების მიერ გამომუშავებული ფქვილით კი ძირითადად თონეები მარაგდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up