ადგილობრივი ტურიზმის ხელშესაწყობად, რეგიონებში არსებული სასტუმროების ფასების დაბალანსება მოხდება - ნატა კვაჭანტირაძე

ადგილობრივი ტურიზმის ხელშესაწყობად, რეგიონებში არსებული სასტუმროების ფასების დაბალანსება მოხდება - ნატა კვაჭანტირაძე

access_time2020-05-19 17:00:28

„ტურიზმი პირველი და მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რომელსაც ცალსახად შეეხო არსებული პრობლემები. მთავრობასთან ერთად სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. მნიშვნელოვანია სექტორმა შეძლოს უმტკინვეულოდ დაძლიოს არსებული პრობლემები. მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდაციებზე ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, სასტუმროებისა და კვების ობიექტებისთვის და ა.შ. რეკომენდაციები მათ საშუალებას მისცემს, სწორად დაგეგმონ ნაბიჯები“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ აღნიშნა.


მისი თქმით, თანამშრომლებისთვის იგეგმება ტრენინგები, რათა ბიზნესმა პანდემიის პირობებში სწორად შეძლოს ოპერირება და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.


„მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოების ნორმები და სტუმრის ჯანმრთელობა. რეგიონში საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ცალსახად, აღიარებულია, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და მარკეტინგული კამპანიებიც სწორედ ამ მიმართულებით იქნება. ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს პრევენცია, დავიცვათ ნებისმიერი ვიზიტორი და არ დაფიქსირდეს ტურიზმში მოსალოდნელი საფრთხეები. ვმუშაობთ ხელშეწყობის სტანდარტების დანერგვაზე, ამის ფონზე, იგეგმება ტრენინგები, რათა ბიზნესმა სწორად შეძლოს ოპერირება. მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,რომელ ქვეყნებთან იქნება უსაფრთხოების დერეფანი. ვინაიდან, ტურიზმის ბიზნესის გადარჩენა და ხელშეწყობა დამოკიდებულია საჰაერო ავიამიმოსვლის განახლებაზე“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.



„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის თქმით, იმისთვის, რომ ქართველი მომხმარებლების მხრიდან რეგიონებში არსებული სასტუმროების მოხმარება გაიზარდოს, მოხდება ფასების დაბალანსება.


„შიდა ტურიზმის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს მწვანე, უსაფრთხო ზონები, რომლებიც მეტწილად მოიაზრებს ჩვენს კურორტებს და იმ ადგილებს, სადაც კარანტინის პერიოდში მაქსიმალური სტანდარტით იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. იმისთვის, რომ ქართველი მომხმარებლების მხრიდან რეგიონებში არსებული სასტუმროების მოხმარება გაიზარდოს და ადგილობრივ ტურიზმს ხელი შევუწყოთ, მოხდება ფასების დაბალანსება, უნდა მოვერგოთ ადგილობრივი ტურიზმის მოთხოვნებსა და ნორმებს,“- აღნიშნავს ნატა კვაჭანტირაძე.






საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up