ადგილობრივი მწარმოებლები სახელმწიფო ტენდერებში შეღავათის დაწესებას ელოდებიან

ადგილობრივი მწარმოებლები სახელმწიფო ტენდერებში შეღავათის დაწესებას ელოდებიან

person access_time2016-10-19 13:40:32

 

ქართული კომპანიები ტენდერებში ადგილობრივი წარმოებისთვის შეღავათების დაწესებას ელოდებიან. საკითხზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით წინსვლა არაა. მწარმოებელთა ფედერაციაში განმარტავენ, რომ თუ ქართულ კომპანიებს ტენდერებში შეღავათები დაუწესდებათ, ეს ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს.

 

ბიზნესმა საკითხი გასულ წელს პრემიერთან შეხვედრაზეც დასვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სექტორების მიხედვით ბიზნესთან შეხვედრებიც დაიწყო . მაშინ ითქვა, რომ ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების მინიჭების საკითხზე კვლევა ჩატარდებოდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდნენ.



მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ქართულ კომპანიებს ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით აქვთ რეკომდენაციები. სილაგავას განცხადებითვე, დღის წესრიგში იდგა საკითხი ტენდერში ფასისა და ხარისხის შეფარდების შესახებ. ტექსტილის ასოციაციამ დასვა საკითხი, რომ ტენდერების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნდეს,რათა ადგილობრივ კომპანიებს მომზადების დრო ჰქონდეთ .

 

„ მაგალითად , რომ გამოცხადდეს ტენდერი და ჯარისთვის საჭირო იყოს 50 ათასი ცალი ფორმის შეძენა ერთ თვეში, ქართული კომპანია ამ ტენდერს ვერ მოიგებს, რადგან ერთ თვეში ვერ შეკერავს ამ რაოდენობის პროდუქციას. ასეთ ტენდერს მოიგებს კომპანია, რომელსაც უკვე აქვს ამ რაოდენობის ფორმები, მაგალითად რომელიმე ჩინური კომპანია" აცხადებს სილაგავა.


 


მისივე თქმით, საუბარი იყო ე.წ გერმანული მოდელის დანერგვაზეც, რომლის დროსაც ტენდერში ფასის წარდგენისას, ადგილობრივ კომპანიას გამარჯვების შემთხვევაში თანხის 10-15% უკან ბრუნდება.  სილაგავა ამბობს, რომ ამ სქემაზე მუშაობა მიდის და უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც შეთანხმდება ცვლილებები, თუმცა ჯერ სიახლეები ამ მიმართულებით არ არის.

 


შესყიდვების სააგენტოს 26 ოქტომბერს შესყიდვების თემაზე მორიგი შეხვედრა ელექტროტექნიკის მწარმოებლებთან აქვს დაგეგმილი. პირველი ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია AG Telekom-ის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების მინიჭების საკითხის დაყენებას კიდევ ერთხელ აპირებს.


მიხეილ ღლონტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი კომპანიებისთვის თავიდანვე პრიორიტეტის მინიჭება აკრძალულია, თუმცა გერმანულ მოდელს მთელს მსოფლიოში იყენებენ და რეალურად, ეს 10%  მნიშვნელოვნად წაახალისებს წარმოებას.

 

„ თუ მეცოდინება, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში 10%-ი უკან დამიბრუნდება, ამას ფასშიც გავითვალისწინებ და ტენდერებში მონაწილეობის კუთხით ეს რეალური ხელშეწყობაა ქართული პროდუქციისთვის.ეს სისტემა ქვეყნისთვის ეკონომიკურადაც გაცილებით მომგებიანია. ოღონდ, აქ უნდა იყოს საუბარი არა ადგილობრივ კომპანიაზე, არამედ ქართულ წარმოებაზე, თორემ საქართველოში კომპანიის დაფუძნება ყველას შეუძლია" – ამბობს ღლონტი. მისივე თქმით, AG Telekom-ს მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ტენდერში და გაიმარჯვა კიდეც,  თუმცა მისი კონკურენტი ჩინური კომპანიები არიან.



 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up