ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა - „უფილტრო სიგარეტზე მოთხოვნა აღარ არის“

ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა - „უფილტრო სიგარეტზე მოთხოვნა აღარ არის“

access_time2020-02-06 14:48:51

2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. მათ შორის, 25-ჯერ შემცირდა უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზი, ფილტრიანზე კი - 27-ჯერ.კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ადგილობრივ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში, 108, 971 მლნ აქციზი გაიცა, აქედან 108, 4 მლნ ლარის აქციზი უფილტროზე, ხოლო ფილტრიანზე - 540 ათასი.


ამავე წელს იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში 275, 173 მლნ აქციზი გაიცა, საიდანაც, 7,366 უფილტრო, 267, 807 კი, ფილტრიანი იყო.


რაც შეეხება 2019 წელს, ადგილობრივ სიგარეტზე ჯამში 4, 282 მლნ აქციზი გაიცა, საიდანაც 4,262 მლნ აქციზი უფილტრო იყო, ხოლო 20 ათასი ფილტრიანი.ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წელს იმპორტირებულ თამბაქოზე ჯამში 211, 808 მლნ აქციზი გაიცა, აქედან 334 ათასი უფილტროზე, ფილტრიანზე კი - 211, 474 მლნ აქციზი.


შესაბამისად, შემცირდა ბიუჯეტში ადგილობრივი წარმოების სიგარეტის აქციზიდან მიღებული შემოსავალიც. კერძოდ, თუ 2018 წელს სიგარეტის აქციზიდან (როგორც უფილტრო, ასევე ფილტრიანი) ბიუჯეტში 54,936 მლნ ლარი შევიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 35,058 მლნ-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა იმპორტირებული სიგარეტის აქციზიდან შესული თანხის მოცულობა, კერძოდ, 2018 წელს იმპორტიორებმა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 514,3 მლნ ლარი გადაიხადეს, 2019 წელს კი 689,3 მლნ ლარი.



არსებული სტატისტიკის პარალელურად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შემცირდა თუ არა მოთხოვნა სიგარეტზე, რისთვისაც თამბაქოს რამდენიმე ჯიხურს მივაკითხეთ. როგორც რამდენიმე მაღაზიაში განგვიცხადეს, მოთხოვნა შემცირებულია უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც გაყიდვიდან საერთოდ ამოიღეს.


„ზოგადად, სიგარეტზე მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა, უფილტროს თითქმის, აღარავინ კითხულობდა, ამიტომ, ჩვენთან აღარ იყიდება. რაც უფილტრო სიგარეტის ფასი გაიზარდა, მას შემდეგ შემცირდა მოთხოვნა “,- აცხადებენ, ერთ-ერთ ჯიხურში.


აღნიშნულს ადასტურებენ თამბაქოს კიდევ ერთ მაღაზიაში და აღნიშნავენ, რომ უფილტრო სიგარეტის რეალიზაციაზე უარის თქმის მიუხედავად, მათთან გაყიდვები არ შემცირებულა.


„მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტი რამდენჯერმე გაძვირდა, ფილტრინის გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა უფილტროზე მოთხოვნა თითქმის აღარ იყო და ჩვენს მაღაზიაში საერთოდ აღარ შემოაქვთ“.


ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრი იყო. აღნიშნულ სხვაობას კი სპეციალისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზად მიიჩნევდნენ, რომელიც თამბაქოს ბიზნესს აძლევდა საშუალებას, ფილტრიანი სიგარეტი უფილტროდ გაესაღებინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 45-50 მილიონ ლარს კარგავდა.


bpn.ge


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up