„რისკების კონტროლის სტრუქტურა საპენსიო სააგენტოს ჯერ არ აქვს“ - ლევან სურგულაძე

„რისკების კონტროლის სტრუქტურა საპენსიო სააგენტოს ჯერ არ აქვს“ - ლევან სურგულაძე

access_time2021-12-02 10:00:06

საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების საჯარო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ინვესტიცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება. პირველ ეტაპზე ორი კომპანიის „ნიკორას“ და „თეგეტას“ ემისიები განიხილება.


„ნიკორას“ შემთხვევაში საუბარია მეორად ბაზარზე, „თეგეტას“ შემთხვევაში კი 35 მლნ ლარიან ემისიაზე, რომელშიც საპენსიო სააგენტოს მანდატის მიხედვით, მხოლოდ 10%-ის ფარგლებში შეუძლია ინვესტირება.


საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ საპენსიო სააგენტოს მიერ ქართულ ბაზარზე ფასიან ქაღალდებში ინვესტირების დეტალებზე საუბრობს.


„ის რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ამოქმედებას აპირებს უკვე კარგია -ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირება გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ადგილობრივი კომპანიების ფასიან ქაღალდებში, პირველ რიგში კი სასესხო ინსტრუმენტებში დივერსიფიცირებული სახით დაბანდებაა. თუმცა აქვე ხასგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წელიწად ნახევრის წინ უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს, მაგალითად „ნიკორას“, მას გამოშვებული აქვს ობლიგაციები და თუ ამ ინსტრუმენტის საკრედიტო რეიტინგი დააკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მაშინ ცხადია ასეთი ინვესტირება მისაღებია. მსგავსად, თუ „თეგეტას“ საკრედიტო რეიტინგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მის ობლიგაციებში ინვესტირებაც დასაშვებია. ზოგადად, ფასიანი ქაღალდების შერჩევისას შესწავლილ უნდა იქნეს მათი ემიტენტის ფინანსური ჯანმრთელობა, ბრუნვა და მომგებიანობა, ასევე ბაზარზე პოზიციონირება, კონკურენცია, ფინანსური ანგარიშგებები, უნდა მოხდეს გარკვეული პროგნოზირება. ამ კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ასეთი შესწავლის შემდეგ და ამავე დროს დივერსიფიცირებული სახით უნდა მოხდეს. ამ კონტექსტში ზოგადად მხოლოდ ორი კომპანიის ფასიან ქაღალდებში განთავსება მაღალი რისკის შემცველია. აქ დივერსიფიცირება გულისხმობს მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობის კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას და ამ კომპანიებს შორის არსებული კორელაციის გათვალისწინებას. ამ მხრივ, „ნიკორაც“ და „თეგეტაც“ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში ოპერირებენ და მათ შორის კორელაცია დაბალია (თუ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკური შოკი, როდესაც კორელაცია იზრდება). აქ უმნიშვნელოვანესია საინვესტიციო პორტფელის აგრეგირებული რისკის პროფილის რაოდენობრივი გამოთვლა და დადგენილ რისკის ლიმიტებთან შედარება (თუ დადგენილია). როგორც ვიცი ასეთი მეთოდოლოგია და რისკების კონტროლის ჩარჩო სტრუქტურაც საპენსიო სააგენტოს ჯერ არ აქვს. ეს კი არის ფასიან ქაღალდებში ინვესტირების დაწყების უმთავრესი წინაპირობა. უნდა ითვლებოდეს თითოეული კომპანიის რისკი, შემდეგ კი კომპანიების ერთ პორტფელში განთავსებისას უკვე უნდა დაითვალოს საინვესტიციო პორტფელის აგრეგირებული რისკი, პორტფელში კორელაციის გათვალისწინებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თითოეული კომპანიის დეტალური გამოკვლევა ასევე უმთავრესი წინაპირობაა ამ კომპანიის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის.



გარდა ამისა, რისკის კონტროლის სტრუქტურა საინვესტიციო სამსახურისგან სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუ საინვესტიციო სამსახური ღებულობს მიუღებელ საინვესტიციო გადაწყვეტილებას რისკების კონტროლის თვალსაზრისით, როდესაც ირღვევა დამტკიცებული რისკის ლიმიტები, მაშინ რისკის კონტროლის სტრუქტურამ ეს საინვესტიციო გადაწყვეტილება უნდა შეაჩეროს და მოახდინოს შესაბამისი ანგარიშგება. ეს სტრუქტურა ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოში არ ფუნქციონირებს. ანუ სახეზე არ გვაქვს უმთავრესი წინაპირობა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის დასაწყებად, - განმარტავს ლევან სურგულაძე.


აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა ოდენობა 1 მილიონ 212 ათას მონაწილეს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,200-მა ადამიანმა ისარგებლა. საპენსიო აქტივების მოცულობა 1.83 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 234 მილიონი ლარია.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up