ადგილობრივ ბაზარზე იმდენად გაზრდილი მოთხოვნაა, რომ ექსპორტს გარკვეული თვეების განმავლობაში ვაჩერებთ - „ჰერბია“

ადგილობრივ ბაზარზე იმდენად გაზრდილი მოთხოვნაა, რომ ექსპორტს გარკვეული თვეების განმავლობაში ვაჩერებთ - „ჰერბია“

access_time2022-08-26 14:00:24

მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ ადგილობრივ ბაზარზე მწვანილზე არსებულ დიდ მოთხოვნაზე საუბრობს. კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე „კომერსანტთან ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად „ჰერბიას“ გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 30-40%-ით იზრდება.



ამ დროისათვის „ჰერბიას მწვანილის ექსპორტზე გატანა შეჩერებული აქვს და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ემსახურება.


„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე იმდენად გაზრდილი მოთხოვნაა, რომ ექსპორტს გარკვეული თვეების განმავლობაში ვაჩერებთ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ იმდენ პროდუქციას, რომ ევროპასაც მივაწოდოთ“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ზურაბ ჯანელიძე.



„ჰერბიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია უცხოეთის ბაზარზე პროდუქციის გაგზავნას გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე ახორციელებს, რომელიც არასოდეს არ აღემატება კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 2-3%-ს.




„ჩვენ ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას ვყიდდით ევროკავშირში. უმეტესწილად გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში და კიდევ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მაგრამ ბოლოს დავიტოვეთ მხოლოდ ბულგარეთი, რადგანაც სხვა ბაზრების მოთხოვნას, რაოდენობის მხრივ, ვეღარ ვაკმაყოფილებთ“, - ამბობს „ჰერბიას“ დამფუძნებელი.



ბულგარეთში „ჰერბიას“ ძირითადად ოხრახუში და კამა გაქვს, რისთვისაც მარაგებს წინასწარ აკეთებს.



რაც შეეხება ფასებს, კომპანია „ჰერბიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ფასებს კომპანია დღემდე ინარჩუნებდა, თუმცა სამომავლოდ მის ზრდას არ გამორიცხავს, რაც თავის მხრივ ენერგომატარებლების და მწვანილის მოვლა/პატრონობისათვის საჭირო პროდუქციის ფასების ზრდას უკავშირდება.



„ჰერბია“ წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც 30–მდე დასახელების მწვანილს, ბოსტნეულს, ასევე სხვადასხვა სახის სოუსებს აწარმოებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up