ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შემცირდა - რას გეგმავენ მწარმოებლები

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შემცირდა - რას გეგმავენ მწარმოებლები

access_time2020-06-27 12:00:40

ექსპორტზე მეტად, ღვინის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია შემცირდა. 

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ღვინის მწარმოებლები აცხადებენ. მათი თქმით, „კოვიდ19-ის“ გამო, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი გაჩერდა, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია.

თუმცა, როგორც მეღვინეები ამბობენ, პროგნოზები დამაიმედებელია, შესაბამისად, ამ ეტაპზე წარმოების შემცირება არ იგეგმება.

ცნობისთვის, საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 11,3%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 23,742 ტონა ღვინო გავიდა, ჯამში 73,249 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82,613 მლნ დოლარის ღირებულების 26 189 ტონა ღვინო გაყიდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ღვინო 50 ქვეყანაში გაყიდა. ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. წელს რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 61,5% მოვიდა.

„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი: „პანდემიამ გავლენა იქონია ღვინის რეალიზაციაზე. ექსპორტზე მეტად, შიდა გაყიდვებზე აისახა ნეგატიურად. მე შემიძლია საერთო გაყიდვების მაჩევენებელი გითხრათ ჯამურად, 10 %-ით არის შემცირებული, გასულ წელთან შედარებით.

ამის მიზეზია, მოთხოვნის შემცირება, რაც პირდაპირ რეალიზაციაზე მოქმედებს. „კოვიდის“ გამო გარკვეული სექტორები საერთოდ გამოეთიშა, კერძოდ, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია. რაც შეეხება სუპერმარკეტებს და ღვინის მაღაზიებს, აქ შეიძლება ოდნავ მატებაც კი იყო“,-აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.


მისივე ინფორმაციით, „თელავის ღვინის მარანი“ მსოფლიოს 32 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს, შესაბამისად, კომპანია წარმოების შემცირებას არ აპირებს.

„ჩვენი საექსპორტო ბაზრებია:პოსტ საბჭოთა ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპა, ჩინეთი, აშშ, ინგლისი და ა.შ. ჯამში 32 ქვეყანაში ვახორციელებთ ექსპორტს. შესაბამისად, წარმოების შემცირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო დაძლევს „კოვიდს“ და ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

რაც შეეხება წლევანდელ რთველს, მოლოდინები არის ოპტიმისტური, რადგან ყურძნის მოსავლიანობა კარგი ჩანს, ისევე როგორც ხარისხსი, ვიზუალურად. თუმცა, საბოლოო მაჩვენებელი იქნება უშუალოდ დაკრეფის წინ და შემდეგ, თუ როგორი ხარისხის ღვინო დადგება. ასე რომ, ვენახას ამ ეტაპზე არ უჭირს, ვნახოთ, რა იქნება“, -ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

შიდა გაყიდების შემცირებაზე საუბრობს „თბილ ღვინოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილიც. თუმცა, როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, საექსპორტო ბაზრების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, წარმოების არა თუ შემცირება, ზრდაც კი იგეგმება.

„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შემცირებული გვაქვს მნიშვნელოვნად, საზღვარგარეთ - არა. მეტიც, ექსპორტის მიმართულებით წელს, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილი გეგმაც კი გვქონდა, რომელიც პრაქტიკულად შევასრულეთ. თუმცა, კონკრეტული ციფრების ზეპირად დასახელება გამიჭირდება.

ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ა.შ. დაახლოებით, 30 ქვეყანაა, სადაც ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ ექსპორტს.

რაც შეეხება რთველს, კახეთის ყვარლის ქარხანაში სამზადისი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე გვაქვს გარკვეული გათვლები, რა რაოდენობის ყურძენი უნდა ვიყიდოთ მოსახლეობისგან, თუმცა ეს უფრო დამოკიდებულია საკუთარ ვენახებზე, რამდენი და რა ხარისხის მოსავალი იქნება. წელს წარმოების შემცირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ალბათ, მომავალი წლის გეგმა კი წლევანდელზე მეტი გვექნება“,-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.


თეგები:
ღვინო



მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...


მსგავსი სიახლეები

up