ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შემცირდა - რას გეგმავენ მწარმოებლები

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შემცირდა - რას გეგმავენ მწარმოებლები

access_time2020-06-26 14:00:43

ექსპორტზე მეტად, ღვინის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია შემცირდა.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ღვინის მწარმოებლები აცხადებენ. მათი თქმით, „კოვიდ19-ის“ გამო, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი გაჩერდა, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია.


თუმცა, როგორც მეღვინეები ამბობენ, პროგნოზები დამაიმედებელია, შესაბამისად, ამ ეტაპზე წარმოების შემცირება არ იგეგმება.


ცნობისთვის, საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 11,3%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 23,742 ტონა ღვინო გავიდა, ჯამში 73,249 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82,613 მლნ დოლარის ღირებულების 26 189 ტონა ღვინო გაყიდა.


საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ღვინო 50 ქვეყანაში გაყიდა. ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. წელს რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 61,5% მოვიდა.


„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი: „პანდემიამ გავლენა იქონია ღვინის რეალიზაციაზე. ექსპორტზე მეტად, შიდა გაყიდვებზე აისახა ნეგატიურად. მე შემიძლია საერთო გაყიდვების მაჩევენებელი გითხრათ ჯამურად, 10 %-ით არის შემცირებული, გასულ წელთან შედარებით.


ამის მიზეზია, მოთხოვნის შემცირება, რაც პირდაპირ რეალიზაციაზე მოქმედებს. „კოვიდის“ გამო გარკვეული სექტორები საერთოდ გამოეთიშა, კერძოდ, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია. რაც შეეხება სუპერმარკეტებს და ღვინის მაღაიზიებს, აქ შეიძლება ოდნავ მატებაც კი იყო“,-აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.



მისივე ინფორმაციით, „თელავის ღვინის მარანი“ მსოფლიოს 32 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს, შესაბამისად, კომპანია წარმოების შემცირებას არ აპირებს.


„ჩვენი საექსპორტო ბაზრებია: პოსტ საბჭოთა ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპა, ჩინეთი, აშშ, ინგლისი და ა.შ. ჯამში 32 ქვეყანაში ვახორციელებთ ექსპორტს. შესაბამისად, წარმოების შემცირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო დაძლევს „კოვიდს“ და ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.


რაც შეეხება წლევანდელ რთველს, მოლოდინები არის ოპტიმისტური, რადგან ყურძნის მოსავლიანობა კარგი ჩანს, ისევე როგორც ხარისხსი, ვიზუალურად. თუმცა, საბოლოო მაჩვენებელი იქნება უშუალოდ დაკრეფის წინ და შემდეგ, თუ როგორი ხარისხის ღვინო დადგება. ასე რომ, ვენახას ამ ეტაპზე არ უჭირს, ვნახოთ, რა იქნება“, -ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.


შიდა გაყიდების შემცირებაზე საუბრობს „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილიც. თუმცა, როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, საექსპორტო ბაზრების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, წარმოების არა თუ შემცირება, ზრდაც კი იგეგმება.


„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შემცირებული გვაქვს მნიშვნელოვნად, საზღვარგარეთ - არა. მეტიც, ექსპორტის მიმართულებით წელს, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილი გეგმაც კი გვქონდა, რომელიც პრაქტიკულად შევასრულეთ. თუმცა, კონკრეტული ციფრების ზეპირად დასახელება გამიჭირდება.


ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ევროკაშირის ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ა.შ. დაახლოებით, 30 ქვეყანაა, სადაც ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ ექსპორტს.


რაც შეეხება რთველს, კახეთის ყვარლის ქარხანაში სამზადისი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე გვაქვს გარკვეული გათვლები, რა რაოდენობის ყურძენი უნდა ვიყიდოთ მოსახლეობისგან, თუმცა ეს უფრო დამოკიდებულია საკუთარ ვენახებზე, რამდენი და რა ხარისხის მოსავალი იქნება. წელს წარმოების შემცირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ალბათ, მომავალი წლის გეგმა კი წლევანდელზე მეტი გვექნება“,-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.


BPN.GE



თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up