„ადგილი, სადაც კერძო პირი ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა, გაიცვალა 7- ჯერ მეტ ტერიტორიაში სადაც ასევე არ შეიძლებოდა მშენებლობა, მაგრამ ახლა მთელი უბანი გაჩნდება“ - ურბანისტი მზიური-ლისის მიწების გაცვლაზე

„ადგილი, სადაც კერძო პირი ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა, გაიცვალა 7- ჯერ მეტ ტერიტორიაში სადაც ასევე არ შეიძლებოდა მშენებლობა, მაგრამ ახლა მთელი უბანი გაჩნდება“ - ურბანისტი მზიური-ლისის მიწების გაცვლაზე

access_time2022-11-29 10:00:52

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებული, დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება. იმაზე, თუ რა პირობებით მოხდება „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, განმარტება დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 14 ჰექტარი.


საუბარია ორ მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრე არის შპს „პიაცა მზიური”. კომპანიის დირექტორი ვაჟა ბოლქვაძეა, ხოლო 50-50%-იან წილებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეები შოთა ხატიაშვილი და გიორგი გოჩა ჭიღლაძე ფლობენ.


ორივე ეს მონაკვეთი „სარეკრეაციო ზონა 2-ში (იგივე რზ 2) მდებარეობს — ეს სარეკრეაციო ზონაა და აქ მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო სახეობების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. რაც შეეხება ტერიტორიას ლისზე,  როგორც ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, ლისზე არსებული ტერიტორიები „სარეკრეაციო ზონა 3-ში“ (იგივე რზ 3) მდებარეობს.


„კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე — სადაც შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება — დაახლოებით 14 ჰა (140 ათასი კვ.მ), თუმცა ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში გადმოიტანა 15 ათასი კვ.მ. „მზიურის“ ტერიტორიაზე, რომლის კეთილმოწყობაც ვერ მოხდა აქამდე, რადგან იყო კერძო საკუთრება და მომავლი წლიდან მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას კეთილმოაწყობს.


მიწის ნაკვეთმა, რომელიც გადავეცით, შეადგინა დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ეკვივალენტი და ამავე ღირებულებით მოხდა მიწის ნაკვეთის ჩათვლა ადგილმონაცვლეობაში, თუმცა, სამხარაულის შეფასებით, მზიურის მიწის ნაკვეთის ღირებულება გაცილებით მეტია“,  აღნიშნა ხმალაძემ.



მიწის ნორმატიული ფასი (სახელმწიფოს მიერ დადგენილი), ორივე ტერიტორიის შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად თუ მზიურის 2 ჰექტარი ტერიტორიის ნორმატიული ფასი  კვ.მ-ზე 128-დან 340 ლარამდეა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ფასი 16-დან 43 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ცხადია განსხვავებულია არსებული მიწების საბაზრო ღირებულება და მისი სამშენებლო ტერიტორიად გამოყენების შემთხვევაში მიღებული სარგებელი.


ურბანისტი და არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ამ გაცვლას ნებისმიერი კუთხით აქვს სრულიად არათანაზომიერი ხასიათი და გენგეგმას ეწინააღმდეგება რამდენიმე პუნქტში. ადგილი, სადაც კერძო პირი ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა სარეკრეაციო ზონა 2-ის გამო, გაიცვალა შვიდჯერ მეტი ფართის ტერიტორიაში, სადაც ასევე არ შეიძლებოდა მშენებლობა, მაგრამ ახლა მთელი უბანი გაჩნდება. 


„უცბად ყველას გაგვეხარდა მზიურში ოდესღაც გაყიდული ნაკვეთი, რომ დაუბრუნდა პარკს. მაგრამ კარგად ვნახოთ რაში გაიცვალა ეს ტერიტორია. მზიურის ნაკვეთი (ორ ნაწილად ყოფს ვერეს ხეობაში გაყვანილი გზა) არის დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრი და ის გაიცვალა ლისის ტბასთან მდებარე ნაკვეთში რომლის ფართია 14 ჰექტარი, ანუ 140 ათასი კვადრატული მეტრი, ესე იგი დაახლოებით 7.7-ჯერ აღემატება გაცვლილს.


მზიურს და იმ ნაკვეთს ფარავს სარეკრეაციო ზონა 2. ახალ ნაკვეთს მერიის ინტერაქტიულ რუკაზე ჯერ ადევს ზოგადი სარეკრეაციო ზონა და როგორც მედიიდან გავიგეთ მას მიენიჭება კონკრეტული სარეკრეაციო ზონა 3 სტატუსი სადაც აშენდენა კერძო სახლები. ახლა წავიკითხოთ რა წერია კანონში სარეკრეაციო ზონა 3-ზე:


სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.


  1. როგორც ხედავთ აქ არ წერია რომ ამ ზონაში საცხოვრებელი სახლები დაშვებულია. მაგრამ იქვე არის ჩანაწერი სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ, რაც მერიას აძლევს იმის უფლებას რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დართოს ნება. ეს ჩანაწერი რეალურად მრავალი წელია გამოიყენება ბოროტად და ქალაქის საზიანოდ, რაც არ შეიძლება იმას ხდის შესაძლებელს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ათეულობით ჰექტარზე ხდება სულ სხვა ტიპის განვითარება რაც ზონის განმარტებისათვის არის სრულიად მიუღებელი. კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის არსებობს საცხოვრებელი ზონა 1 (ესეც სასოფლო-სააგარაკო ტერიტორიაზე) და 2.
  2. ზონის განმარტებაში გარკვევით წერია რომ ის უნდა მდებარეობდეს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში. ამ ადგილზე ჯერ ერთი რომ ტრიალი მინდორია და მეორეც - ის ზუსტადაც რომ მდებარეობს გენგეგმით დადგენილი განაშენიანების კონტურის გარეთ, რომელიც ვაშლიჯვარის და ნუცუბიძის პლატოს ზედა შენობებზე და მაჭავარიანი ქუჩაზე გადის. აქედან აღნიშნულ ნაკვეთამდე არის კილომეტრნახევარი - ორი კილომეტრი.
  3. გენგეგმამ თქვა, რომ თბილისში უნდა შეჩერდეს სუბურბანული განვითარება. ეს პირდაპირ არის კიდევ ერთი ახალი სუბურბანული განვითარება. ახლა ესეც რომ განაშენიანდება და მის გვერდზე მიმდინარე „ლისი ტოპოგრაფიც“ დასრულდება, საცობები მერე ნახეთ ყველა იქეთ მიმავალ გზაზე და სმოგის ფოტოები ვპოსტოთ. მერე მაჭავარიანს ქუჩას რამე მესამე განშტოების ახალი გზები და ესტაკადებიც დავამატოთ და ვთხლიშოთ იქ კიდე ერთი ასი მილიონი ლარი.
  4. გენგეგმამ თქვა, რომ ლისის ტერიტორიისთვის უნდა მომზადებულიყო ცალკე დეტალური ხედვა რომელიც განსაზღვრავდა ლისის ირგვლივ ტერიტორიების განვითარებას სხვადასხვა რეკრეაციული დანიშნულებებით. ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო მაგრამ ის მერიამ მალევე შეწყვიტა და გააგრძელა დიდი დასახლებებისთვის მშენებლობის ნებართვების გაცემა.


ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ამ გაცვლას აქვს სრულიად არათანაზომიერი ხასიათი ნებისმიერი კუთხით და გენგეგმას ეწინააღმდეგება რამდენიმე პუნქტში. ადგილი სადაც კერძო პირი ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა სარეკრეაციო ზონა 2-ის გამო, გაიცვალა შვიდჯერ მეტი ფართის ტერიტორიაში სადაც ასევე არ შეიძლებოდა მშენებლობა მაგრამ ახლა მთელი უბანი გაჩნდება. კიდევ გამწვანების აუცილებლობაზე გვესაუბრებიან, როდესაც ლისის უზარმაზარი არეალი, რომელიც გენგეგმით სარეკრეაციო ზონად იყო დადგენილი და სადაც ურბანული პარკის განვითარება შეიძლებოდა, ნადგურდება.


კატასტროფაა რომ ოდესღაც პარკებს ტერიტორიები ჩამოაჭრეს და გაყიდეს და ამის შემობრუნება დღეს ძალიან ძვირი ჯდება, ხშირად შეუძლებელიცაა, მაგრამ იმ პირობებით როგორითაც ეს კონკრეტული გაცვლა მოხდა, გარდა მორიგი გახსნის ცერემონიის ეფექტისა, ცუდი უფრო მეტია, ვიდრე კარგი. თუ ქალაქად მარტო ცენტრს არ მივიჩნევთ და გავიაზრებთ ფართო მასშტაბს, ქალაქის ინტერესები აშკარად დაზიანდა და თუ რატომ მოხდა ესე კიდევ ბევრ კითხვას აჩენს“,—
 ამბობს ირაკლი ჟვანია.



თეგები:
მზიური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up