აზიის და წყნარი ოკეანის რამდენიმე ქალაქი კლიმატის ცვლილების მოქმედების წინა ხაზზე არიან, მათ შორის თბილისიც მოხვდა. აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინფორმაციით, ქალაქები აწარმოებენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ს, მაგრამ ასევე მსოფლიოს სათბური გაზების 70%-ს და ნარჩენების 50%-იც სწორედ ამ ქალაქებზე მოდის. აქედან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის ახალი ინიციატივაა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებს ნახშირბადის დაბალი გამოყოფის, მწვანე და მდგრადი მომავლის მიღწევაში დაეხმაროს.
„აზიის განვითარების ბანკმა წამოიწყო ახალი ინიციატივა პირდაპირი საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რათა დაეხმაროს ქალაქებს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით, მიაღწიონ თავიანთი კლიმატისადმი მდგრადობის მიზნებს და გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და ურბანული სერვისები.
თანამშრომლობა მაკასართან, ინდონეზია; პენანგი, მალაიზია; თბილისი, საქართველო; და ულან-ბაატარი, მონღოლეთი მიმდინარეობს. თითოეული ეს ქალაქი ეძებს გადაწყვეტილებებს, რათა მოახდინონ ელექტრო ქსელის დეკარბონიზაციაში, გარემოს გამწვანება, გააუმჯობესონ ურბანული მობილურობა მათ შორის ელექტრო მანქანების საშუალებით, წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა, წყლის დაზოგვა და ურბანული სერვისების მიწოდება“, -აღნიშნავენ ADB-ში.
კოროვირუსული დაავადების (COVID-19) პანდემიამდე, ADB-ის შეფასებით, აზია-წყნარი ოკეანის ინფრასტრუქტურული ხარვეზის დასაფარად ყოველწლიურად თითქმის 1,7 ტრილიონი დოლარის მოზიდვაა საჭირო, საიდანაც 200 მილიარდი დოლარი კერძო სექტორზე უნდა მოდიოდეს.