ADB - მიგრანტების შემოსვლა საქართველოსთვის ერთგვარი შოკია, რაც ინფლაციაზე წნეხს გაზრდის

ADB - მიგრანტების შემოსვლა საქართველოსთვის ერთგვარი შოკია, რაც ინფლაციაზე წნეხს გაზრდის

access_time2022-09-29 23:00:00

„მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება საერთო მოთხოვნისთვის - იქნება მაღალი ზეწოლა ინფლაციაზე, საკვების ფასებზე და სერვისებზე“,- ამის შესახებ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორმა, ლიაზიზა საბიროვამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 55-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.


ლიაზიზა საბიროვას თანახმად, საქართველოს მსგავსი პატარა ეკონომიკისთვის მიგრანტების შემოდინება წნეხს ზრდის საერთო მოთხოვნაზე, იწვევს ფასების ზრდას საკვებზე, სერვისებზე თუ ქირაზე, ეს კი სტუდენტებსაც ახალ გამოწვევებს უჩენს თბილისში.


„საქართველოს მოსახლეობა არ არის მრავალრიცხოვანი, ეს პატარა ღია ეკონომიკაა და სწორედ ამიტომ, ნებისმიერ შოკს ქვეყანაზე დიდი გავლენა აქვს. იმ ათასობით ადამიანმა, რომელიც ახლა ქვეყანაში შემოდის, სადღაც უნდა იცხოვროს, უნდა იყიდოს საკვები, რაც, რა თქმა უნდა, წნეხს ზრდის საერთო მოთხოვნაზე. მაკროეკონომიკური ტერმინებით, მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება საერთო მოთხოვნისთვის - იქნება მაღალი ზეწოლა ინფლაციაზე, საკვების ფასებზე და სერვისებზე, მათ უნდა იქირაონ საცხოვრებლები და მე უკვე შევიტყვე, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, სტუდენტები საქართველოში გამოწვევების წინაშე არიან თბილისში გაზრდილი ქირის ფასების გამო.



თუმცა ინფლაცია არ არის ერთჯერადი ზრდა ფასებისა, ეს არის განგრძობადი, მუდმივი მატება. მართალია, ჯერ ბევრი გაურკვევლობაა, თუმცა ჩვენ საქართველოში ინფლაციის 2022 წლის პროგნოზი მკვეთრად, 7%-დან 11%-მდე გავზარდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყანაა და ფასები ნავთობზე, გაზზე და სხვა ენერგოპროდუქტებზე ჯერ ისევ მაღალია“, - განაცხადა ლიაზიზა საბიროვამ.


ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკმა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა კავკასიის რეგიონისთვის განახლებული პროგნოზები, რომელთა თანახმადაც, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით, მომავალ წელს კი 6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციას, ADB 2022-ში სამომხმარებლო ფასების 11%-იან ზრდას ვარაუდობს წლიურ ჭრილში, 2023-ში კი, ბანკის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-მდე უნდა შემცირდეს.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი




თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up