ADB-ის პრეზიდენტი: მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში

ADB-ის პრეზიდენტი: მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში

access_time2018-06-14 13:55:36


 საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ პირველი შეხვედრა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველთან, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მამუკა ბახტაძესთან გამართა.

 

მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას.

 

„მსურს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ნაკაოს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში სტუმრობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ADB-ი მონაწილეობს ყველა წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოში, ეს  შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ასევე ახალ დერეფანს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, ADB-ი აქტიურად არის ჩართული განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


 

აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

 

„ქვეყანა საკმაოდ სწრაფად იზრდება, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა 30%-ით და კვლავ განგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მწამს, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი. ინფლაციის დონე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებულია მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ასევე, საჭიროა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას დახმარებას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის  მიმართულებით. მოხარულები ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, ასევე  გავაგრძელოთ თანამშრომლობა მმართველობითი რეფორმების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულირეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

 





კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up