ADB-ის 2019 წლის ოპერაციებმა $33.74 მილიარდი შეადგინა

ADB-ის 2019 წლის ოპერაციებმა $33.74 მილიარდი შეადგინა

access_time2020-05-18 12:55:18

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტების, პროგრამებისა და სხვა განვითარების დახმარების დაფინანსებამ ბანკის განვითარებადი წევრებისთვის აზიასა და ოკეანეთში 2019 წელს 33.74 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ხაზს უსვამს ADB-ის მტკიცე მხარდაჭერას რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი განვითარებისთვის.


დღეს გამოქვეყნებული ADB-ის წლიური ანგარიში 2019 წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტს 2019 წელს — ბანკის გრძელვადიანი კორპორატიული სტრატეგიის 2030-ის განხორციელების პირველ სრულ წელს — მიღწეული ADB-ის ოპერაციული და ფინანსური შედეგების შესახებ.


„კმაყოფილი ვარ ჩვენი 2019 წლის მუშაობით, ხოლო 2020 წელს უკვე არსებული შედეგები იმედით მავსებს. ამ მიღწევებზე დაყრდნობით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიასთან გამკლავებაში დროული და სათანადო დახმარება გავუწიოთ ჩვენ წევრებს“, — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. 


მიმდინარე წლის 13 აპრილს კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის ADB-მ დაამტკიცა 20 მილიონი აშშ დოლარის პაკეტი ფართომასშტაბიანი მოქმედებისა და პროგრამებისთვის, მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების მიერ პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.



2019 წელს ბანკის მიერ აღებულმა ახალმა ვალდებულებებმა სესხების, გრანტების, ინვესტიციების და გარანტიების სახით ADB-ის პირადი რესურსებიდან, მისი განვითარებადი წევრების ზრდისა და განვითარების გეგმების ხელშესაწყობად 21.64 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს გაცემულმა თანხებმა ­— რაც პროექტების წარმატებული განხორციელების მთავარი ინდიკატორია — რეკორდულ 16.47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წლის მონაცემებს 16.1%-ით აღემატება.


ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებმა 2019 წელს $3 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, რაც ასეთი მაჩვენებლის ზედიზედ მეორე წელია და კერძო სექტორის ინვესტიციების ახალ დარგებსა და ბაზრებზე გასვლის გეგმებს ასახავს.


2019 წელს თანადაფინანსებამ 11.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 6.98 მილიარდი კერძო სექტორის ოპერაციებზე მოდის.


ADB-ის მიერ კლიმატის დაფინანსებამ 2019 წელს რეკორდულად მაღალი 6.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამით ბანკმა ერთი წლით ადრე მიაღწია წლიური კლიმატის ინვესტიციების გაორმაგების დასახულ მიზანს 2014 წელს არსებული 3 მილიარდი აშშ დოლარიდან. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ADB-ის მხარდაჭერა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისადმი. სტრატეგია 2030-ის სამიზნე ნიშნულია კლიმატის ჯამური დაფინანსება 2024 წლისათვის 35 მილიარდი აშშ დოლარით, ხოლო 2030 წელს — 80 მილიარდი აშშ დოლარით.


ADB ასევე მუშაობს სტრატეგია 2030-ში გენდერული თანასწორობის წახალისების დასახული მიზნის შესასრულებლად, მისი ოპერაციების მინიმუმ 75%-ში.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

თეგები:
adb



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up