ჭიათურ-მანგანეზის მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ - გარე ძალისგან მართული პროცესი თუ გაუსაძლისი სამუშაო გარემო

ჭიათურ-მანგანეზის მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ - გარე ძალისგან მართული პროცესი თუ გაუსაძლისი სამუშაო გარემო

access_time2019-05-16 18:00:17

 ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა ნაწილი გაფიცულია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ “ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“.



„ჯორჯიან მანგანეზშია“ დასაქმებული რომანი კუპატაძე, სამთო მუშის პოზიციაზე მუშაობს. კუპატაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა, რის შესახებაც კომპანიის ხელმძღვანელობას ინფორმაცია აქვს, თუმცა არაფერი იცვლება.


“მოვითხოვთ ხელფასის ზრდას და ადამიანური მოპყრობას. გვეუბნებიან, რომ 12 საათში15 წუთიანი შესვენება გეკუთვნის, საჭმელი ფეხზე მდგომმა უნდა ჭამოო, ყავის და ჩაის დალევა სამსახურში არ შეიძლებაო, გეგმა უნდა გამოიტანო 200 პროცენტითო. მაღაროსთან გვაქვს შეხება და გვჭირდება ექიმი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქი ბინძურდება და ნადგურდება.  ესაა ჩვენი პრობლემები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ... სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ, ასე ვიქნებით ბიჭები, მთელი ჭიათურა ერთმანეთის გვერდით დავდგებით,“ — აცხადებს რომან კუპატაძე.


ინფორმაცია მუშების გაფიცვის შესახებ ადგილობრივმა პროფკავშირმა გაავრცელა. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სამხარაძე აცხადებს, რომ გაფიცვა ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს. მისი თქმით, სხვა 4 მაღარო ჯერჯერობით მუშაობს. შეუერთდებიან თუ არა ვახტაზე მომუშავე მაღაროელებს, სხვა მუშები ჯერჯერობით უცნობია.


„ვახტურ რეჟიმზე მომუშავეები მოითხოვენ საერთო საცხოვრებელში “სანატორიუმს“ რასაც ეძახიან იქ პირობების გაუმჯობესებას. მათ არ აქვთ არანაირი სამედიცინო პუნქტი. მოთხოვნა აქვთ, რომ ქალაქში საავადმყოფო აშენდეს და მძიმე ტონიანმა მანქანებმა არ იმოძრაონ. ერთი ხიდი დაინგრა, მეორე შეიძლება მიჰყვეს. ინვენტარი მოძველებულია, კვება ყოველთვის იყო  ცუდი. ამ ყველაფერზე საუბარი არა ერთხელ გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემები ვერ მოგვარდა. ადმინისტრაციამ ჩვენი თხოვნა ყურად არ იღო. საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანეს ადამიანები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ“,-განაცხადა პაატა სამხარაძემ.


პაატა სამხარაძე განმარტავს, რომ ვახტური რეჟიმი გულისხმობს 15 დღიან სამუშაო გრაფიკს. მისი თქმით,  დასაქმებულს 15 დღე, სამსახურიდან სახლში წასვლა არ შეუძლია. როგორც სამხარაძე აცხადებს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, კომპანია პასუხისმგებელია თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე და ისინი მათთვის მოწყობილ საცხოვრებლებში გადაჰყავთ, ასევე კომპანია პასუხისმგებელია მათ კვებაზე. 


„ვახტაზე 300 კაცი მუშაობს. პირველი ორი კვირის განმავლობაში მუშაობს 150 კაცი, შემდეგი 2 კვირა მეორე 150. ყოველდღე 12 საათი მუშაობენ. მათი ხელფასი არ შეესაბამება იმ ანაზღაურებას, რომელ პირობებშიც მუშაობენ. უმაღლესი სატარიფო თანხა დღეში 82 ლარი. 15 დღეში, ფაქტობრივად, ერთი თვის სამუშაოს ასრულებენ. კანონით კვირაში 40 საათი უნდა იმუშაოს და ესენი მუშაობენ 70 საათზე მეტს, ეს არის შრომითი კოდექსის უხეში დარღვევა,“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ.


ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათ მინისტრსაც მიმართეს.  



„3 იანვარს ვიყავი ჩასული თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროში, ყველაფერი დეტალურად მოვყევი, წერილი დავუტოვე დავით სერგეენკოს, თუმცა არანაირი პასუხი არ მიმიღია. სახელმწიფო ამ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს“, - აღნიშნა პაატა სამხარაძემ.


როგორც „კომერსანტს“ პაატა სამხარაძემ განუცხადა ჯორჯიან მანგანეზი-ს საგანგებო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი გაფიცულ ჯგუფთან მივიდა. მისი თქმით, იყო საუბარი, რომ გარკვეული ჯგუფი შეკრებილიყო და მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, თუმცა გაფიცულმა მაღაროელები კომპანიის ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს.  


განვითარებულ მოვლენებზე “კომერსანტთან“ საუბრობს “ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი პეტრიაშვილი. მისთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვდნენ. როგორც პეტრიაშვილი განმარტავს გუშინდელი პროტესტის მიზეზი მხოლოდ საკვების ხარისხის იყო.


„ამ ადამიანებს აქვთ სამჯერადი კვება, მათ ადგილზე მიყვანას და “სანატორიუმში“ დაბრუნებას კომპანია უზრუნველყოფს. გუშინ მუშებმა გამოთქვეს გარკვეული ტიპის პრეტენზია საკვების ხარისხთან დაკავშირებით. პროცესებში ადმინისტრაცია მყისიერად ჩაერთო. შევთავაზეთ გააკეთონ მონიტორინგი, მენიუს გაუწიონ კონტროლი და თუ იქნება გარკვეული ტიპის ხარვეზები, ჩვენ მათ შენიშვნას აუცილებლად გამოვასწორებდით. მუშების კვებაში თანხას კომპანია იხდის და არავის აქვს  სურვილი უხარისხო პროდუქტში გადავიხადოთ ფული. შეთანხმება შედგა, თუ დილის საუზმე დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ისინი სამუშაოზე წავიდოდნენ. თუმცა დილით არც ერთ თანამშრომელს საკვები არ გაუსინჯავს, ყველანი გარეთ დაგვხვდნენ. კიდევ შევთავაზეთ საკვების მუდმივი მონიტორინგი, რაზეც უარი გაგვიცხადეს და წამოაყენეს 50-პროცენტიანი ხელფასის მატება. ერთი წელი არ არის გასული, რაც ხელფასების მატება მოხდა - 10 პროცენტით. ხელფასთან დაკავშირებით მათ წერილობითი მოთხოვნაც არ ჰქონიათ. თვითღირებულებაში ყველაზე დიდი წილი ხელფასს უკავია და ეს წილი არის 60 %“,- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.



ირაკლი პეტრიაშვილი მაღაროელების მიერ გაჟღერებულ პრობლემებს პასუხობს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციასა და მუშებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა და კომპანიის მხრიდან ყოველთვის არის მზაობა, რომ ჯორჯიან მანგანეზი-ში პრობლემები მოგვარდეს.


12 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ, 15 დღის განმავლობაში, როცა ღამის საათებში უწევთ მუშაობა 20-პროცენტიანი დანამატი  ეძლევათ. მათ დღის განმავლობაში საათ-ნახევარი აქვთ შესვენება. გრაფიკი გვაქვს გამოკრული, სადაც 20-20-წუთიანი 5 დასვენებაა. არ შეესაბამება სიმართლეს, რომ 200 %-იანი გეგმის შესრულება უწევთ. 100 პროცენტზე ზევით, ყოველ შესრულებულ პროცენტზე, ხელფასი ემატებათ. სასადილოში დავაყენეთ მონიტორები და ყველას შეუძლია ნახოს. თუ 200 პროცენტი შესრულებადია ე.ი იქ დაგეგმარებაა არასწორი და როგორ უნდა მოვთხოვოთ 200 პროცენტის შესრულება. რაც შეეხება ჩაი და ყავას, მაღაროში ჩაის მოსადუღებელი თუ აქვთ, იმ 20 წუთში შეუძლიათ ესეც გააკეთონ, არავინ უშლით.



კიდევ ერთი პრობლემა რომელიც სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს აქვთ სამედიცინო მომსახურების არ არსებობაა. ჯორჯიან მანგანეზი“-ის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია.


ეს ადამიანები ცხოვრობენ “სანატორიუმში“, ეს არის მათი საცხოვრებელი ადგილი,  იქ ხომ არ იქნება სამედიცინო პუნქტი. შენობა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ადვილად მისადგომ გზაზე და რომ მიიღონ ექიმის კვალიფიციური დახმარება, არანაირი პრობლემა არაა. უფასოა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, არ ყოფილა შემთხვევა გამოგვეძახოს და 10 წუთში არ მოსულიყვნენ.


არ თვლით საჭიროდ რომ სამუშაო ადგილზე სამედიცინო პუნქტის არსებობას?


— სამუშაო ადგილზე რეგლამენტის მიხედვით ექთანის მომსახურებას არ ითვალისწინებს, რამეთუ ისინი მიდიან ისეთ სამუშაო ადგილზე, სადაც  სასწრაფო დახმარება მარტივად მივა. ერთადერთი არის ის, რომ უბნის უფროსებმა უნდა ისწავლონ და ვასწავლეთ კიდევაც პირველად დახმარებას და ექნებათ ე.წ. აფთიაქები. ამაზე იყო საუბარი და თუ ამის სურვილი აქვთ, არ არის პრობლემა, ეს აფთიაქები შეძენილი გვაქვს და დავარიგებთ კიდევაც.


ერთი სიტყვით, მოლაპარაკებები მიმიდინარეობს, როდის დაუბრუნდებიან მუშები სამუშაო ადგილებს ჯერჯერობით თავადაც არ იციან.


ბაჩო ადამია






პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up