ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

access_time2018-10-09 20:04:07

„მიხარია, რომ სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თავის ოჯახს დაუბრუნდა. წარმოუდგენელი რამ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ადამიანის უფლებები ირღვევა ყოველდღიურად და ეს არის საოკუპაციო რეჟიმის სახე. მათთვის ერთადერთი - ჩვენი ტერიტორიების მიტაცებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ძალღონე არ დაიშურეს და მართლაც 24სთ-იან რეჟიმში მუშაობდნენ და მოახერხეს ის, რომ ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებს დაბრუნებოდნენ“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.


კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა. საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, წარადგინა.


„ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. როგორც გასულ წელს, ჩვენ წელსაც მზად ვართ, აქტიური თანამშრომლობისთვის. სამუშაო რეჟიმში დეტალურად განვიხილავთ საკითხს და საბოლოოდ შევძლებთ ისეთი ბიუჯეტის ფორმირებას, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი და იქნება ყველა იმ გამოწვევის საპასუხოდ რაც გვაქვს 2019 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


მისი თქმით, ბიუჯეტი დაფუძნებულია იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელსაც მთავრობასთან ერთად ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა. პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის (EFF-გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი) ძირითადი პრინციპები, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.


„მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბიუჯეტის დაგეგმვა განხორციელდეს შედარებით კონსერვატიულ პროგნოზებზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, აღნიშნული პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს.


„არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2018 წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება, შესაბამისად, განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს. 2019 წლის მაჩვენებელი, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


დოკუმენტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 365.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 115,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს; გაანგარიშებაში გათვალისწინებულია რომ მიმდინარე წელს საშემოსავლო გადასახადი გადაჭარბებით შესრულდება და მიაღწევს 3 200,0 მლნ ლარს. საბიუჯეტო დეფიციტი განსაზღვრულია მშპ-ის 2.8%-ით.


მომხსენებლის ინფორმაციით, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია.



2019 წელს კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 3,6 მლრდ ლარზე მეტი.


საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.


რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%).
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 048.6 მლნ ლარამდე; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0მლნ; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი, აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7მლნლარს.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965.0 მლნ ლარი, რაც 139.8 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 23.7 მლნ ლარით და განსაზღვრულია 1 485.0 მლნ ლარით.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 298.1 მლნ ლარი.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 324.7 მლნ ლარზე მეტი;


იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 184.9 მლნ ლარი;


საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 127.0 მლნ ლარი;


თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 790.0 მლნ ლარი;


შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 643.5 მლნ ლარი;


მომხსენებელმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანმდევი პროექტებიც წარადგინა. პროექტში ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან, მათ შორის გათვალისწინებულია სარეზერვო ფონდების მოცულობის რეგულირება. დღეს არსებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2%-ის ნაცვლად, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს, ხოლო მისი ზრდა შესაძლებელია არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.


ასევე, იცვლება მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა. საშემოსავლო გადასახადის და გათანაბრებითი ტრანსფერის ნაცვლად მუნიციპალიტეტებში მიიმართება დღგ-ს 19%, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების მოცულობას და შესაბამისად გაზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს;


„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონპროექტში ცვლილებები მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად და ითვალისწინებს არსებული ფისკალური წესების შემდგომ დახვეწას.


ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. პროექტი განსახილველად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ წარადგინა.


მისი განცხადებით, კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისგან“ გამომდინარე ვალდებულებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. ცვლილება მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი 2351-ე მუხლის დამატებას და არსებულ 406-ე მუხლში რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანას. კონვენციის სხვა მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია, რაზეც არსებობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დადებითი შეფასება. კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. ასევე მხარი დაუჭირა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას.








ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up