„ადამიანის სიცოცხლე 250 ლარიან ჯარიმაზე ბევრად მნიშვნელოვანია“ - თბილისის „შავი წერტილები“

„ადამიანის სიცოცხლე 250 ლარიან ჯარიმაზე ბევრად მნიშვნელოვანია“ - თბილისის „შავი წერტილები“

access_time2019-09-25 13:00:03

პეტრიწის ქუჩა,  ჯავახიშვილი-კლდიაშვილის კვეთა, ბელიაშვილის ქუჩა, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, კახეთის გზატკეცილი, მტკვრის ორივე სანაპირო, წერეთლის გამზირი - ეს ის ლოკაციებია, რომელსაც ე.წ. შავ წერტილებად მოიხსენიებენ.


„შავი წერტილი“ გზის  მონაკვეთია, სადაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევები ყველაზე ხშირად ფიქსირდება.  შესაბამისად მძღოლიც და ქვეითიც ვალდებულია ადგილზე განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილდეს, თუმცა, საქართველოში ამ მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა:


ე.წ. შავ წერტილებს არ აქვთ მინიჭებული სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად მისი არსებობის შესახებ, როგორც წესი,  მოქალაქეებმა არ იციან. ამიტომ თბილისის ქუჩებში ავტოსაგზაო შემთხვევებმა  ყოველდღიური სახე მიიღეს და ძალიან ხშირად ავარია ფატალური შედეგით სრულდება.


თბილისში „შავ წერტილებს“  წელიწადში ათასობით ადამიანი ეწირება, რასაც ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს.  საზოგადოება ამ საკითხზე ღიად საუბრობს, მაგრამ პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

სანამ უშუალო დარგის სპეციალისტების შეფასებებსა და პასუხისმგებელი ორგანოების პოზიციაზე გადავალთ, მანამდე მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას გაგაცნობთ:



სოფო ხუციშვილი:

„ყოველდღე ხდება ავტოავარია ერთსა და იმავე ადგილას ბოლო რამდენიმე თვეა

დიდ დიღომში , პეტრიწის ქუჩის დასაწყისში.

თბილისის მერია - მიიღეთ ზომები, გთხოვთ. აქ სასწრაფოდ საჭიროა დამატებითი საგზაო ნიშნები, შუქნიშანი და კამერა !!!“


მარიამ ვაჩნაძე:

„ეს ჯავახიშვილის და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაა. სურათზე კი უკვე ტრადიციად ქცეული ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ ადგილზე მცხოვრებლებისთვის არც ეს ქუჩებია უცხო და არც ეს სანახაობა. ყველაზე კარგ ვარიანტში, ავტოსაგზაო შემთხვევა კლდიაშვილისა და ჯავახიშვილის კვეთაზე 2 დღეში ერთხელ ხდება, ცუდ ვარიანტში ყოველდღე და ყველაზე ცუდ ვარიანტში დღეში რამდენჯერმე. (სამწუხაროდ, ამ მაცხოვრებლებს კარგი ვარიანტის ხილვა ძალიან იშვიათად გვიწევს). ეს ავტოსაგზაო შემთხვევა ჩვენთვის უკვე არაფერს ნიშნავს. ასეთ შეჯახებებზე ხალხი ფანჯრიდანაც კი აღარ იყურება. ყველაფერი მიჩვევის ამბავია. სამწუხაროდ, ჩვენს არქივში ბევრად უფრო მძიმე კადრებიც გვაქვს შემონახული. ასევე სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე, პატრულს მუდმივად თან სდევს სასწრაფოს მოსვლაც. უკვე დიდი ხანია ადგილობრივები იმას ამბობენ, სანამ აქ მინიმუმ რამდენიმე ადამიანი არ დაიღუპება, არავინ არაფერს შეცვლისო.


ამ ქუჩების კვეთაზე თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ კარგად იცის პატრულმაც. მოდიან, ჯარიმას წერენ და მიდიან. აქ არავის სჯერა, რომ მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული არაა ყველა ის უწყება, რომელსაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია, მინიმუმ ე.წ ბუგაროკის დაგების ხარჯზე. მაგრამ აქ ამ ე.წ ბუგაროკის დაგებას არავინ ელის:) რომ კითხოთ რატომო, გიპასუხებენ - მერე ბიუჯეტს რით შეავსებენო:)


პ.ს ადამიანის სიცოცხლე 250 ლარიან ჯარიმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, სიტყვაზე მენდეთ


პ.პ.ს ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთ-ერთი მგზავრი მრავლობითი მოტეხილობებით სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. მეორე მგზავრიც წაიყვანეს, შინაგანი სისხლდენის დიაგნოზით. აი, ამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებლები თქვენ ხართ, რომლებიც 250 ლარს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა აყენებთ“.


მარიამ ვაჩნაძისა და სოფო ხუციშვილის მსაგვსად ავტოსატრანსპორტო პრობლემებზე მუდმივად საუბრობს  მედია, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და მათ შორის ხელისუფლებაც, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, სტატისტიკა ყოველწიურად უფრო საგანგაშო ხდება და ადამიანების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა.  



როგორც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გვიყვება, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ე.წ. შავ წერტილებს მინიჭებული აქვთ სამართლებრივი სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია საშიში ქუჩების შესახებ. ამასთან დამონტაჟებულია სპეციალური საგზაო ნიშნები და ხშირად მძღოლებს მითითებებსაც აძლევენ, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილდნენ. ამ ყველაფრის შედეგად, „შავი წერტილები“ კონტროლირებადი ხდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც ყოველწლიურად იკლებს:


„ე.წ. შავი წერტილების ინდეტიფიცირება აუცილებელია, რათა უკვე შემდგომ მოხდეს მისი პრევენცია. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძღოლის უყურადღებობის გარდა, ავტოსაგზაო შემთხვევის რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს. ვგულისხმობ საგზაო ინფრასტრუქტურას, გარე განათებას, არასწორად მოწყობილ ტროტუარს ან ზებრა გადასასვლელს - ზუსტად ეს პრობლემები გვხდება ამ ლოკაციებზე. პარალელურად, როცა ევროკავშირის ქვეყნებში საკმარისია ორ თვის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას სამი შემთხვევა დაფიქსირდეს და ის ზონა „შავ წერტილად“ განისაზღვროს, საქართველოში ტერმინი საკანონმდებლო დონეზეც კი არაა გაწერილი. არ ვსაუბრობთ ამ თემაზე ხმამაღლა, ამიტომაც არ გვაქვს მიდგომები. არ ვიცით, სადაა საშიში ქუჩები, სადაც ყველა დარგის ექსპერტი უნდა მიდიოდეს და იკვლევდეს. ბუნებრივია, არც მძღოლები არიან ინფორმირებულნი, ამიტომ  ავარიები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა“.


დავით მესხიშვილის თქმით ასეთ ვითარებაში პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:


„პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან სწორად განათავსონ საგზაო ნიშნები, რადგან ქალაქში ისინი ხშირად უშინაარსოდაა განლაგებული და მძღოლს კი არ ეხმარება გადაადგილებაში, პირიქით - ხელს უშლის და უქმნის საფრთხეს. ეს ყველაფერი კომპეტენციის პრობლემაა, რადგან მაგალითად, ავტობუსის გაჩერების წინ რომ ზებრა გადასასვლელს მოაწყობ, ესე იგი ტრანსპორტის პოლიტიკის არაფერი გაგეგება. ასეთ შეცდომებს რომ უშვებს ხელისუფლება, ამიტომ გვაქვს ის რეალობა, რაც გვაქვს. არადა, ჩვენი გათვლებით, მხოლოდ „შავი წერტილების“  განსაზღვრითა და პრევენციული ღონისძიებებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 30 %-ით შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა“.


არგის სპეციალისტების ბრალდებებს უარყოფს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე. მეტიც იგი რეალობას შედარებით განსხვავებულად ხსნის და მთავარ პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებს. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილს, ამბობს რომ ამ მიმართულებით შსს-ს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას, რის შემდეგაც უწყება შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. სისტემა გამართულად მუშაობს და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ეტაპობრივად გვარდება:


„ჩვენ ვმუშაობთ კომპლექსურად. ამ საკითხის დარეგულირებისთვის შექმნილია შესაბამისი განყოფილებაც, რომელიც ატარებს ანალიტიკას, შემდეგ მონიტორინგს, მოდელირებას და უკვე მიღებული შედეგების მიხედვით ადგილზე ვამონტაჟებთ შუქნიშნებს. აღსანიშნავია, რომ მოდელირება წელს დავნერგეთ და გვეხმარება მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრაში, რაც იმას ნიშნავს რომ შუქნიშნები სწორად მონტაჟდება. რაც შეეხება საფრთხილო ქუჩებს, ჩვენ აქამდე წლის განმავლობაში ვამონტაჟებდით 15-20 შუქნიშანს, წელს კი 40-მდეა დაგეგმილი. ამ ციფრს ემატება პეტრიწი-ფარნავაზის კვეთა, ბრწყინვალე ფარნავაზის კვეთა, მირიან მეფის ქუჩა. ასევე შუქნიშანს ვამონტაჟებთ ქეთევან დედოფლის 23-ე ნომერთან, სადაც საჯარო სკოლაა განთავსებული. ვაპირებთ  ჯავახიშვილი-კლდიაშვილის კვეთის ათვისებასაც, მაგრამ აქ ისაა მნიშვნელოვანი რომ იგივე ჩუღურეთში ბევრი ერთნაირი ქუჩაა. ყველგან საგზაო ნიშნები აყენია,   მძღოლები კი სამწუხაროდ არ ითვალისწინებენ არც საგზაო ნიშნებს და არც საგაზაო წესებს. ამიტომაც ხდება ავარიები“.


კითხვაზე, ხომ არ იგეგმება „შავი წერტილებისთვის“ სამართლებრივი სტატუსის მინიჭება, როგორც მუმლაძე განმარტავს, შსს ამ საკითხზე მუშაობს და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი:


„როდესაც 3 წლის წინ საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში მოვედი, მაშინაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად საუბრობდა ამ თემაზე. ამიტომ მივმართე შსს-ს მიეთითებინა კახეთის გზატკეცილზე „შავი წერტილის“ ლოკაცია, მაგრამ რადგან უწყებაში აღნიშნულს არ ითვლიან, გამომიგზავნეს მთლიანი 7 კმ-მ-იანი გზატკეცილის მონახაზი. ახლა, როგორც ვიცი, დაწყებულია პროექტზე მუშაობა და ამჟამად საპილოტე რეჟიმია“.


დეტალების დასაზუსტებლად „კომერსანტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე, ინფორმაცია მასალაში განახლდება.


შეგახსენებთ,

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა:


2019 წლის პირველი და მეორე კვარტალი: 3 203 შემთხვევა , რასაც 2015 ადამიანი ემსხვერპლა, 3 915 კი დაშავდა.

2018 წელი: 6,452,  რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა,  9,047 მოქალაქე კი დაშავდა.

2017 წელი:  6 079 ,  რასაც 517 ემსხვერპლა, 8461 მოქალაქე კი დაშავდა.

2016 წელი:    6 939 , რასაც  581 ემსხვერპლა,  9951 მოქალაქე კი დაზარალდა.

2015 წელი:  6 432,  რასაც 602 ადამიანი ემსხვერპლა, 9 189 მოქალაქე კი დაშავდა.



სალომე ლემონჯავა




„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up