„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

access_time2020-12-04 20:30:24

დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.

 

წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ ჩაშალა.

 

როდესაც საზღვრები დაიკეტა და მოგზაურობები შეწყდა, ჩვენი ბიზნესი 80%-ით ჩამოიშალა. ალბათ არავინ არ ელოდა, რომ ჩვენ აქციების განთავსების შესაძლებლობა გვექნებოდა. იმ დროს ჩვენი გადარჩენის საკითხი იდგა“ - წერს ჩესკი.

 

დიდი წარმატების ისტორია 2007 წელს, სან-ფრანცისკოში დაიწყო, როდესაც დიზაინერთა საერთაშორისო კონგრესის დროს ქალაქში სასტუმროები გადაივსო და 26 წლის ბრაიან ჩესკიმ და ჯო გებიამ  ბინის გასაქირავებლად მარტივი საიტი AirBedandBreakfast.com შექმნეს.

 

საიტის გაშვებიდან რამდენიმე საათში მათ პირველი კლიენტი გამოუჩნდათ, რომელმაც რამდენიმე ღამე მათ ბინაში, გასაბერ ლეიბზე გაატარა.

 

2009 წლის მარტისთვის საიტზე უკვე  განთავსებული იყო 2500 ბინა და სახლი, 2012-ში კი კომპანიამ 10 ქვეყანაში წარმომადგენლობები გახსნა და ასობით თანამშრომელი დაიქირავა. 2019 წლისთვის Airbnb-ს მომსახურებით ყოველდღიურად 2 მლნ.-მდე ადამიანი სარგებლობდა.

 


2020 წლის სექტემბრისთვის საიტის მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი იყო ინფორმაცია 7,4 მლნ. გასაქირავებელ სახლზე და ბინაზე.

 

მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, 2020 წელს კი კორონავირუსმა საერთაშორისო მოგზაურობების ინდუსტრიას და მასთან ერთად Airbnb-ს დიდი ზიანი მიაყენა. გაყიდვების მოცულობა, რომელიც 2020 წლის მე-4 კვარტალში 1,1 მლრდ. დოლარს შეადგენდა, 2020 წლის მე-2 კვარტალში 576 მლნ. დოლარის ზარალით დასრულდა.

 

ბრაიან ჩესკიმ სწრაფი რეაგირება მოახდინა - პერსონალი მეოთხედით შეამცირა, მარკეტინგის და რეკლამის დანახარჯები თითქმის გაანულა და ინვესტორებს დამატებით თანხები მოსთხოვა.

 

აპრილში Airbnb-მ ინვესტორებისგან 2 მლრდ. დოლარის სესხი მიიღო და სტრატეგია შეცვალა - თუ აქამდე მისი შემოსავლის ძირითად წყაროს დიდ ქალაქებში ჩასული საერთაშორისო ტურისტები წარმოადგენდნენ, პანდემიის პერიოდში პრიორიტეტი შეიცვალა.

 

ამჟამად Airbnb-ს ძირითადი კლიენტები არიან ის ადამიანები, ვინც პანდემიისგან გაქცევას  დიდი მეგაპოლისებისგან დაშორებულ პატარა ქალაქებში და სოფლებში ცდილობენ. სტრატეგიამ ძალიან კარგად იმუშავა - 2020 წლის მე-3 კვარტალში კომპანიის გაყიდვები 1,3 მლრდ. დოლარს მიაღწია. ეს მესამედით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა, მთავარია, რომ Airbnb-მ უარყოფითი ტრენდი დაძლია, და ახალ პირობებში მუშაობა ისწავლა.

2020 წლის მე-3 კვარტალში კომპანია უკვე მოგებაზე გავიდა, მაგრამ მენეჯმენტი ამაში საკმაოდ მაღალ ფასს იხდის -  ბრაიან ჩესკიმ და კომპანიის დანარჩენმა 2-მა თანადამფუძნებელმა საკუთარ ხელფასზე უარი განაცხადეს, სხვა ტოპ-მენეჯერების გასამსჯელო კი 50%-ით შემცირდა.

 

თუმცა, თავად ჩესკი და კოგეგები ამით დიდად არ დაზარალდებიან, რადგანაც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო არა ხელფასებია, არამედ წილები Airbnb-ში. სამივე Forbes-ის სიაში 268-ე ადგილზეა, სამივეს ქონება 3-3 მლრდ,, დოლარია.. ასე რომ, მთავარია კომპანია პანდემიას გადაურჩეს- წაგებაში არავინ დარჩება.

 

პანდემია Airbnb- ზრდას ხელს ვერ შეუშლის. მოგზაურობები ძველებური გაგებით ნაკლებია, თუმცა, გაცილებით მეტია ადამიანი, ვინც დისტანციური მუშაობის წყალობით საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლის. ადამიანები ქალაქიდან ქალაქში გადადიან, მსოფლიოს მოქალაქეები და ციფრული მომთაბარეები ხდებიან. განსხვავება სამუშაოს და მოგზაურობას შორის დღეს ისე მცირეა, როგორც არასდროს. ასე რომ ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - თვლის ბრაიან ჩესკი.

 

Forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
Airbnb



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up