ადამიანის მეგობარი: როგორ გამოიმუშავა მილიონები „ჭკვიან ვოლიერებზე“ სამხედრო სტარტაპის მფლობელმა

ადამიანის მეგობარი: როგორ გამოიმუშავა მილიონები „ჭკვიან ვოლიერებზე“ სამხედრო სტარტაპის მფლობელმა

access_time2020-11-21 17:00:49

ინჟინერმა კენ სოლისნკიმ თავისი ტექნოლოგიური გამოცდილებით შექმნა უხილავი „ჭკვიანი ვოლიერი“ ძაღლებისთვის, რომელიც სხვა ასეთი ტიპის ღობეებისგან განსხვავებით, უსადენოა.

 

ეს იდეა ინჟინერს 2010 წელს მოუვიდა, როდესაც სარწყავი სისტემის დიზაინზე მუშაობდა და რამდენჯერმე შემთხევით  უხილავი ვოლიერების (ე.წ. ელექტრონული მწყემსის სისტემის) სადენები გადაჭრა. სწორედ მაშინ დაფიქრდა - რატომ არ შეიძლება ასეთივე ვოლიერის გაკეთება, მაგრამ უსადენოს?

 

 2019 წელს მან დიდი ხნის ფიქრისა და ექსპერიმენტების შემდეგ, შექმნა „ჭკვიანი ვოლიერის“ სისტემა - ვოლიერის ერთჯერადი ღირებულება 1495 დოლარია, ასევე გათვალისწინებულია სააბონენტო გადასახადი - თვეში 6 დოლარი სისტემის მომსახურეობისთვის.

შედარებისთვის - ჩვეულებრივი უხილავი გალია 200 დოლარი ღირს.

ახალმა პროდუქტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მისი მწარმოებლის, კომპანია OnPoint Systems-ის შემოსავალმა 2019 წელს თითქმის 2 მლნ. დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის სულ 5000 ელექტრონული ღობე გაიყიდა.

 

2020 წელს სოლინსკი გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს  - პანდემიის გამო ადამიანები ცხოველებთან მეტ დროს ატარებენ შესაბამისად, ამ ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნა ლოგიკურად გაიზრდება.

 

ანალიტიკური კომპანია Packaged Facts-ის კვლევის თანახმად, ცხოველების განთავსების ელექტრონული სისტემების გაყიდვები 2020 წელს 13%-ით გაიზრდება და 555 მლნ. დოლარს მიაღწევს.

 


შინაური ცხოველებისთვის საქონლის მწარმოებელთა ამერიკული ასოციაციის ინფორმაციით, შტატებში ჯერ კიდეც პანდემიამდე, ცხოველების პატრონთა 6%, ანუ 4 მლნ. ოჯახი, სხვადასხვა ტიპის ელექტროვოლიერებს იყენებდა. სოლინსკი მიიჩნევს, რომ მისი გამოგონების წყალობით ამ მაჩვენებლის 10%-მდე  გაზრდაა შესაძლებელი.

 

უხილავი ღობე ბაზარზე პირველად 1973 წელს გამოჩნდა, დღეს კი ამ სისტემების მწარმოებლები -  Invisible Fence, PetSafe და  SportDog  - საინვესტიციო კომპანია Radio Systems Corp.-ის სტრუქტურაში შედიან.

 

კლასიკური ღობე მოქმედებს მარტივად- თუ ძაღლი უხილავ ბარიერს გადალახავს, ის დენის მსუბუქ დარტყმას მიიღებს.

 

კენ სოლინსკი ამ ბიზნესი ახალბედა არ არის - ის ფლობდა კომპანია L-3-ს, რომელიც ამერიკული ჯარისთვის ელექტრონულ და ოპტიკურ აღჭურვილობას აწარმოებდა. 

 

ჩვენს მოწყობილობებს თითქმის ყველა ამერიკელი ჯარისკაცი იყენებს“ - ამაყობდა სოლინსკი თავისი კომპანიით, რომლის მან 2010 წელს 300 მლნ. დოლარად გაყიდა.

 

შემდეგ მან კომპანია OnPoint დაარსა, ტექნიკური დირექტორის პოსტზე L-3-ს ინჟინერი სუნგრუ ვივიტანე დანიშნა და მუშაობას შეუდგა.

 

მომავალში სოლინსკი ბაზარზე ცხოველებთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიების გამოტანას აპირებს თუმცა, ჯერ არაა მზად თქვას თუ რა ინოვაციაზეა საუბარი და ეს  ინოვაციები კონკრეტულად როგორი იქნება.

 

რა თქმა უნდა კარგია მოგების მიღება, თუმცა, ჩვენთვის შინაური ცხოველების ყოფის გაუმჯობესებაც ძალიან მნიშვნელოვანია  - ამბობს კენ სოლინსკი.

 

Forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up