"ადამიანებს ჯიბეში უზით ბანკები და მიკროსაფინანსოები"

access_time2018-04-20 14:26:31

ქართული ოცნების დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ფინასთა მინისტრის განცხადებას, რომ ,,ბანკები ეკონომიკის მუხრუჭია“ ეთანხმება, - ამის შესახებ მან ,,საქმის კურსში“ ჩართვისას განაცხადა. 

"2008 წლიდან არის დიდი პრობლემები, რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება და დღეს მივიღთ მოცემულობა, რომ ერთის მხრივ ბიზნესს და ფინანსურ სექტორს აქვს გადაუჭრელი პრობლემები და უფრო უარესი პრობლემებია ფინანსურ სექტორსა და ჩვენს მოსახლეობას შორის. 

შევჩერდები მეორეზე, ანუ მოსახლეობაში ჭარბვალიანობაზე, ყველამ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადი, რასაც დღეს ყველა დასაქმებული იხდის არის 20% და 30%-ია საბანკო საშემოსავლო, რასაც ჩვენი მოსახლეობა იხდის საბანკო პროცენტების მომსახურებაში, ეს არის კატასტროფა, ეს პირდაპირ ამუხრუჭებს ქართულ ეკონომიკას და ამის გამო მოსახლეობა დღითიდღე ღატაკდება. 

პირველ რიგში მე ვადანაშაულებ ეროვნულ ბანკს, რადგან დაუშვა ის, რაც დღეს მოხდა საქართველოში, მოსახლეობა შედის გაუაზრებელ ვალებში და მერე ვეღარ გამოდის ამ მდგომარეობიდან. 

რამდენიმე წელია პირადად მე ვაყენებ საკითხს ბანკის არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით, რომელიც იყო დაშვებული 2008 წელს, რაც იყო ძალიან დიდი შეცდომა და დღეს ბანკები იქცნენ ბიზნესის კონკურენტებად და ეს კონკურენცია არ არის თანაბარ წონიანი. ეს გავს იმას, რომ რინგზე გამოდის დინოზავრი და ჩვეულებრივი ადამიანი და უნდა ებრძოლონ ერთმანეთს. ანუ ორი ფაქტორია: პირველი - ბანკების შეჭრა ბიზნესში და მეორე - ადამიანებს ჯიბეში უზით ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები... 

ჩვენ პარლამენტში ვხედავთ, რომ ეს სტატუსკვო როგორც არის ესე ვერ დარჩება, მაგრამ მე ვარ წინააღმდეგი, რომ მივიღოთ რევოლუციური გადაწყვეტილებები, უნდა იყოს ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელიც ამ პრობლემას სრულად მოაგვარებს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იერიში უნდა მივიტანოთ ბანკებზე, ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავის კონკრეტულ საქმიანობას, უნდა მოვხსნათ ჭარბვალიანობა მოსახლეობაში და ბიზნესიც უნდა გავათავისუფლოთ საბანკო წნეხისგან. მოკლედ, ეს არის კასკადი გადაწყვეტილებების, რომელიც უნდა მივიღოთ: 

1. თუ არ აქვს ადამიანს სათანადო შემოსავალი, მასზე არ უნდა გაიცეს სესხი, რომც ჰქონდეს უზრუნველყოფა და ბინას დებდეს. 

2. არ უნდა იყოს ,,შეტენვა“ კრედიტების, ონლაინ სესხები უნდა აიკრძალოს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც არის სამუშაო ამ მიმართულებით. ადამიანებს მოსდით SMS-ები და იღებენ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი კანონები, რომ მათ არ მივცეთ გაუზარებელი ქმედებების საშუალება, ჩვენ უნდა ვიყოთ ადვოკატები ჩვენი მოსახლეობის. 

3. უნდა დაწესდეს საპროცენტო განაკვეთების ზედა ჭერი და არ უნდა იყოს 120- 200 პროცენტი, სამსჯელოა ეს ციფრები, მაგრამ არავინ არ უნდა გასცეს სესხი ასეთი მაღალი პროცენტებით. 

ეს პრობლემები ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალიან სწრაფად და დარწმუნებული ვარ ჩვენი მთავრობა ამას მოახერხებს“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.


წყარო : bm.ge




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up