ადამიანები ავტომობილსა და პირველადი მოხმარების პროდუქტს შორის არჩევანს აკეთებენ - ავტოდილერები რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ

ადამიანები ავტომობილსა და პირველადი მოხმარების პროდუქტს შორის არჩევანს აკეთებენ - ავტოდილერები რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ

access_time2020-04-05 10:00:37

კორონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამოცხადების გამო, ავტომობილების დილერები რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შემცირებული ვაჭრობა  მომავალში ფინანსურ ზიანს გამოიწვევს, დილერები სახელმწიფოში არსებულ აკრძალვას ემორჩილებიან.

 

„ავტომობილების ონლაინ გაყიდვა 50%-ით შემცირდა, მოსახლეობა საკვებსა და სხვა ნივთებს შორის არჩევანს აკეთებს“- ამის შესახებ „კომერსანტს“ ავტოდილერი ირაკლი ცერცვაძე ესაუბრა.


„35 მანქანა მყავს ჩამოყვანილი, ნაწილი რუსთავის ავტობაზარზე გავაჩერე , დანარჩენი კი პირად სივრცეში.  ყველა მანქანა  საიტზე მაქვს განთავსებული მანქანების მონაცემები და თუ ვინმე მსურველი იქნება გავყიდი, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესების დაცვით. თუმცა სიმართლე გითხრათ მსგავსი აქტივობისგან მეც თავს ვიკავებ და ვცდილობ ხალხთან კონტაქტი არ მქონდეს და მსურველიც არ არის ბევრი, თუ ადრე მირეკავდნენ მანქანის შესარჩევად მოდიოდნენ, მსგავსი ზარების რადენობა ძალიან შემცირდა. ხალხი ისეთ პანიკაშია ის თანხა რაც მანქანისთვის ჰქონდათ საკვებისთვის იყენებენ, რადგან არ იციან როდის გამოსწორდება მდგომარეობა.“-ამბობს ირაკლი ცერცვაძე.

რუსთავის ავტობაზრობა „ავტოპაპას“ მარკეტინგის მენეჯერის სტელა კამანდაროვას თქმით, ავტომობილების ონლაილ გაყიდვები განახევრებულია, ბაზრობა კი სრულად გაჩერებული.


„რა თქმა უნდა, გაყიდვებმა დაიკლო. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და დილერებს  შეუძლიათ საკუთარი ავტომობილების შეყვანა ბაზრის ტერიტორიაზე. ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ, რა თქმა უნდა ყველანარი წესების დაცვით, რომ ეს მანქანები არ დარჩნენ გარეთ და უსაფრთხო ადგილი მივუჩინოთ.

ასევე დისტანციურ გაყიდვებზე ვმუშაობთ. ონალინ გაყიდვებიც შემცირებულია, თუმცა პროცენტულ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ჯერ არ დაგვითვლია.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანების ღირებულება არ გაზრდილა,   ახლა ისეთი პერიოდია, რომ მსგავს შენაძენს ხალხი ერიდება, რადგან ცდილობენ თავიანთი ხარჯები სხვა მხრივ გამოიყენონ.“-ამბობს  კამანდაროვა.



ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up