რესპუბლიკელმა სენატორმა ადამ კინზინგერმა საქართველოს დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ, ამჯერად Twitter-ზე მიულოცა. ამ გზავნილში კინზინგერმა აქცენტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერაზე გაამახვილა.
„საქართველოს, ჩვენს დიდებულ მეგობრებსა და მოკავშირეებს, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობთ და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ“, - წერს კინზინგერი.
Imedinews.ge