ადამ კინზინგერი - დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია - მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ

ადამ კინზინგერი - დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია - მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ

access_time2020-06-23 21:25:05

დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია - ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ასპექტი ყოველთვის იარსებებს , - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაში განაცხადა.

 

მან ისაუბრა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც „პუტინის მოკავშირე“ და უპასუხა კითხვას, იცოდა თუ არა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა აღნიშნული ნაწილის შესახებ, ბეიკონის იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

„კონგრესი ბევრ ანგარიშს და კანონპროექტს იღებს, ყველაფერი, რაც გამოდის, შეიძლება მთლიანად არ იყოს წაკითხული. როგორც წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ინტერესი გვაქვს, და რა თქმა უნდა, ბევრი საკვანძო მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ეს არ ნიშნავს, რომ 235-ივე წევრმა აბსოლუტურად ყველაფერი მაშინვე იცის იმის შესახებ, რაც იმ მომენტში გამოიცემა. ბეიკონმა იცოდა თუ არა, მე გეტყვით, რომ ყველამ იცის საქართველოს შესახებ და საქართველომ გაიკვალა გზა აშშ-ს კონგრესში, რაც კარგია“, - აღნიშნა კინზინგერმა.

 


მან უპასუხა კითხვას, თავად რას იტყვის ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ საქართველოში.

 

„არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში იმ როლში ვიმყოფები, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაში მყოფი ადამიანი და საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე და ის, ვინც საქართველოში დემოკრატიის წახალისებას ძალიან ცდილობს, რომ გამოვიდე და ამგვარ რამეზე მოსაზრება გამოვთქვა. საქართველოში ბევრი რთული სიტუაცია იყო, რთული სიტუაციები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი, რაც გვინდა, ისაა, რომ ადამიანებმა ამ ყველაფერზე მუშაობით წინ წაიწიონ. რაც დეტალებს შეეხება, ეს დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ასპექტი ყოველთვის იარსებებს, ჩემი იმედი კი იმას უკავშირდება, რომ რთულ დროს გადავლახავთ და წინ წავალთ, რადგან ხმის გაჟღერების გზა ის კი არაა, თუ რას ფიქრობს კონგრესი, ან თუნდაც, რას ფიქრობს მედია საქართველოში. ეს არც იმას უკავშირდება, თუ რას ფიქრობს პარლამენტი, არამედ იმას, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი - მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ“, - აღნიშნა კინზინგერმა კითხვაზე პასუხად.

 

Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up