ადა მარშანია - მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საჭიროა ახალი პლატფორმა, ტერმინები, ქმედებები, რომლებიც კი არ გაზრდის დაძაბულობას, შეამცირებს

ადა მარშანია - მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საჭიროა ახალი პლატფორმა, ტერმინები, ქმედებები, რომლებიც კი არ გაზრდის დაძაბულობას, შეამცირებს

access_time2019-07-22 20:45:20

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ დღეს პარტიის წარმომადგენლების მიერ მოსკოვში გამართულ შეხვედრებსა და ამ შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ რუსულ ქართული ურთიერთობები მიმდინარე წლის 20 ივნისის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა.

„მიმდინარე წლის 15 ივლისს, საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაცია შეხვდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული უკიდურესად დაიძაბა ქართულ-რუსული ურთიერთობები და ვითარება უახლოვდება 11 წლის წინანდელ ნიშნულს. ასევე, ორივე მხარეს აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ვითარების მაქსიმალურად განმუხტვას, დაძაბულობის შემცირებას და არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიებას.

სერგეი გავრილოვის ირგვლივ შექმნილი ვითარება იყო პროვოკაცია. „პატრიოტთა ალიანსი“ პირველივე დღიდან საუბრობდა, რომ გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა ვერ მოხდებოდა „ქართული ოცნების“ უშუალო მონაწილეობის გარეშე. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოკერიას პარტიის წევრების შემოვარდნა ადასტურებს ამ პროვოკაციაში ბოკერიას ჯგუფის მონაწილეობას. „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი იყო საქმეში სააკაშვილის ჯგუფის ჩართვა, რამაც გამოიწვია სიტუაციის დესტაბილიზაცია, უდანაშაულო ადამიანების დასახიჩრება, საზოგადოების მღელვარება და ქართულ-რუსული ურთიერთობის უკიდურესი გამწვავება. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვეულებრივ ადამიანებს არ სურთ რუსეთთან ვითარების უკიდურესი დაძაბვა, ტურისტების მიმოსვლის მასობრივი შეზღუდვა, არ სურთ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა, ფულადი გზავნილებისა და ვაჭრობის შეზღუდვა და რამე სახის გართულებები“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.

ამასთან მისი თქმით, საუბარი შეეხო დაძაბულობას სოხუმთან და ცხინვალთან.

„საუბარი შეეხო დაძაბულობას არა მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის, არამედ დაძაბულობას სოხუმთან და ცხინვალთანაც. საუბარი შეეხო რუსეთის პრეზიდენტის ცნობილ კომენტარსაც. გარკვეული დისკუსიის შემდეგ აღინიშნა სამწუხარო რეალობა, რომ თბილისს, სოხუმს, ცხინვალსა და მოსკოვს, მეტიც, ბაქოს, ერევანს, ანკარას, ბრიუსელსა და ვაშინგტონსაც კი, ძალიან ხშირად ერთი და იმავე საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. მათ შორის ისტორიული მოვლენების განსხვავებული შეფასება. იყენებენ რადიკალურად განსხვავებულ ტერმინოლოგიას და აქვთ განსხვავებული მიდგომები. ღიად აღინიშნა, რომ სიტყვები „რუსეთი ოკუპანტია“, „რუსეთი მატყუარაა“ სიმეტრიულ ასახვას ჰპოვებს სოხუმსა და ცხინვალში, საიდანაც გვესმის, რომ „საქართველო ოკუპანტია“, „საქართველო მტერი“ და „მატყუარაა“. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სოხუმსა და ცხინვალში ასობით დისერტაციაადაცული, სადაც ჩვენ ვხედავთ ისტორიის გადაფასებისა და ინტერპრეტაციის მცდელობას. შეხვედრაზე არ თქმულა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ 19 ივლისს ცხინვალმა მიმართა მოსკოვს, ქართველების მიერ ოსთა გენოციდის აღიარების მიზნით“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა.


მისი თქმით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში, რადიკალურად განსხვავებულმა პოზიციებმა, მიდგომებმა მშვიდობა არ მოიტანა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში, რადიკალურად განსხვავებულმა პოზიციებმა, მიდგომებმა და ტერმინოლოგიამ არ მოიტანა მშვიდობა და პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს ნულოვანი წინსვლა, უფრო სწორად უკუსვლა. აღინიშნა, რომ საჭიროა სრულიად ახალი პლატფორმა, ახალი ტერმინები, ახალი ქმედებები, რომელიც კი არ გაზრდის დაძაბულობას, არამედ შეამცირებს და გულწრფელ დიალოგს მოგვიტანს, შემდეგ ვითარების განმუხტვას და წაგვიყვანს მშვიდობის და ჩატეხილი ხიდების აღდგენისკენ“, – აღნიშნ დეპუტატმა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ფულად გზავნილებს და ვაჭრობას რუსეთ-საქართველოს შორის. ასევე როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ქართველი და რუსი დეპუტატების გეგმაზომიერი მუშაობა სჭირდება.

ადა მარშანია აცხადებს, რომ ტურიზმის მიმართულებითაც დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

„ასევე შეგვიძლია, ღიად ვთქვათ, რომ წლევანდელი წლის ბოლოს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ვიზების გაუქმების საკითხს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

პირველი არხი






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up