აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

access_time2019-12-12 18:05:07

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. 2019 წელთან შედარებით აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა და 350 094 700 ლარი შეადგინა.


„მომავალი წლის ბიუჯეტი 15 ხმით დამტკიცდა. ბიუჯეტს მხარი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ზრდა 30 254 000 ლარი, 11%-ია.


2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზრდება. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 2 362 000 ლარით მეტი დაიხარჯება. მომავალი წლიდან, პირველად, პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდება. 2020 წელს, პირველად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება.



2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპენსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება. 2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.


აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს აჭარის ბიუჯეტის 63% ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე დაიხარჯება, რაც 220 მლნ ლარს შეადგენს.


ipn.ge





BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 11:10:10
2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და...

Mitsubishi ქარხანას კეტავს: Pajero-ს გზის დასასრული

Mitsubishi ქარხანას კეტავს: Pajero-ს გზის დასასრული
access_time2020-08-02 21:21:59
ქარხანა სამი წლით დაიკეტება! ...

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს
access_time2020-08-02 20:00:19
ეგვიპტელები მილიარდერ ილონ მასკსქვეყანაში ეპატიჟებიან, რათა დაარწმუნონ, რომ პირამიდები უცხოპლანეტელებს არ აუშენებიათ. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up