აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი: European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი: European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს

access_time2022-05-18 15:50:00

ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.


„ბათუმი - ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გასაოცარი ტურისტული მიმართულება ევროპაში, წელს ევროპის ფარულ მარგალიტებს შორის აღმოჩნდა,“ - იწყებს ბათუმზე წერას European Best Destinations.


„საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში მოსანახულებელი ადგილია. სასიამოვნოა სეირნობა ბათუმის ძველი ქალაქის ცენტრის ისტორიულ ქუჩებში ან ველოსიპედით სეირნობა, ლაშქრობა თუ კანიონინგი ახლომდებარე აჭარის მთებში, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბოტანიკური ბაღის მონახულება თუ ბათუმის სანაპიროზე ან ზღვის ხედის მქონე გამაჯანსაღებელ სასტუმროში ნებივრობა. მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში, ბათუმი ასევე არის გამორჩეული ადგილი გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულთათვის.



ბათუმი იდეალური ადგილია ზაფხულში მოგზაურობისთვის, მაისსა და ივნისში ალუბლის ყვავილის სურნელის ქვეშ ისეირნებთ, შეგიძლიათ შეუთავსოთ ერთმანეთს ქალაქში დასვენება და სანაპიროზე გარუჯვა, ველნესი და შოპინგი. შემოდგომა ბათუმის პარკებსა და აჭარის ბუნებას ათას ფერად აფერადებს და ალბათ, წელიწადის საუკეთესო დროა ქალაქიდან ბუნებაში გასვლისათვის წყვილისათვის, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.


ახალი მოდური სასტუმროები, რომლებიც ყოველდღე იხსნება, აზიისა და ევროპის fusion რესტორნები, rooftop ბარები ყველაზე წარმოუდგენელი შენობების თავზე, დიზაინერთა მაღაზიები და განსაკუთრებული ღამის ცხოვრებით, ბათუმი ბევრად მეტია, ვიდრე ჩამალული მარგალიტი ევროპაში - ის გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო City Break მიმართულება ევროპაში“ ნათქვამია European Best Destinations მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


European Best Destinations-ის რეიტინგებს ეხმაურება წამყვანი მედიაგამოცემები Forbes USA და Conde Nast Traveler. გამოცემები ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ.


European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. 2020 წელს, European Best Destinations -მა ბათუმი თბილისთან ერთად ევროპის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.







საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up