აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია „WTM London 2018“–ზე განახორციელა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია „WTM London 2018“–ზე განახორციელა

access_time2018-11-12 20:15:14

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2018” გაუწია. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის, აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.


ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას. გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვდნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების BBC, Euronews, ITV წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს, ასევე წამყვანი ბრიტანული და საერთაშორისო ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებს.


„მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურისტულ გამოფენებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ თავს იყრის მსოფლიოში უმსხვილესი მოთამააშეები ტურისტული ბიზნესიდან. ჩვენ სამომავლო თანამრომლობის დაგეგმვის მიზნით საქმიანი შეხვედრები გვქონდა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, როგორებიცაა Thomas Cook, British Airways, Wizzair, BBC, Euronews, ITV, Tripadvisor და Expedia. ბრიტანეთი ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარე წელს დავიწყეთ, ამიტომ ორმაგად ნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან. ბოლო ორი წელია, რეგიონის რეკლამირების მიზნით აქტიურად ვიყენებთ BBC-ს ეთერს, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები გადაიცემოდა. შემდეგი წლისთვის უკვე ვგეგმავთ სხვა მედიაპლატფორმების გამოყენებასაც, რათა ხელი შევუწყოთ ბრიტანულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.



2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს რეკლამირებას 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.








გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...


მსგავსი სიახლეები

up