აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სასტუმროებს თხოვნით მიმართავს, წელს ფასები არ გაზარდონ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სასტუმროებს თხოვნით მიმართავს, წელს ფასები არ გაზარდონ

person access_time2016-04-08 12:05:30

აჭარის დელეგაცია მონაწილეობას იღებს გამოფენებში მინსკში, ასტანაში, შემდეგ დაგეგმილია ვარშავასა და ვილნიუსში. გამოფენების პარალელურად, მიმდინარეობს სარეკლამო კამპანიები რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ისრაელში, უკრაინაში 


აჭარის სტენდი ბელარუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „Leisure 2016“-ზე განსხვავებული პროგრამით წარდგა.

 

ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული ხალხური სიმღერები მოესმინათ და  ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. 


ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  მამუკა ბერძენიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

 

- როგორ მიმდინარეობს მინსკის გამოფენა და რამდენად არის დაინტერესება?


- უკვე მიმდინარეობს ტურისტული გამოფენა, სადაც წარმოვადგენთ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს. ბელარუსში უკვე გამართულ და ახლა, მინსკში მიმდინარე გამოფენაზე წარვადგენთ არამატერიალურ კულტურული თემატიკას.  მინსკში გვყავს ჩამოყვანილი ფოლკლორული ჯგუფი  ხელვაჩაურიდან, რომელიც საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებს.  ამას ემატება აჭარული სამზარეულო, რომელიც ადგილზევეა წარმოჩენილი. აჭარული სამზარეულოს კერძებს წარმოდგენილ პუბლიკას ადგილზე დამზადებულს ვთავაზობთ, რაც ვფიქრობ, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ  გამოფენის მიმდინარეობისას ყველაზე დიდ ყურადღებას ჩვენი სტენდი იმსახურებს. რამდენიმე საათში იწყება აჭარის დღეები, რომელიც ორიენტირებული იქნება ტურიზმის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე. დღეს გასამართ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით სტუმარია მოწვეული და ესენი არიან ადგილობრივი სამთავრობო უწყებები, ტურისტული კომპანიები და  ჟურნალისტები. ღონისძიებას დაესწრება ჩვენი ელჩიც. შესაბამისად, ეს პროცესი მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ვიწყებთ სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებსაც ...

 


- სხვა რა ღონისძიებები იგეგმება აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის?

 

- 10 დღეში აღნიშნული ღონისძიება გადაინაცვლებს ქალაქ ასტანაში, შემდეგ დაგეგმილია ვარშავასა და ვილნიუსში. გამოფენების პარალელურად, მიმდინარეობს სარეკლამო კამპანიები რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ისრაელში, უკრაინასა და ბელორუსში. მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო დავაფუძნეთ, რომელიც ორიენტირებულია იმ ტურისტული პოტენციალის კომერციალიზაციაზე და ტურისტულ პროდუქტად ქცევაზე, რომელიც გეოგრაფიულ არეალებში გაგვაჩნია. შეიქმნა კონკრეტული მარშრუტები მაჭახელის ხეობებში,  მიმდინარე წელს მნიშვნელოვანია თიხანის ხეობაც. აქ განვითარდება ისეთი პოტენციალები, რომელიც არის სოფლად ტურიზმი, საველოსიპედო და საფეხმავლო მარშრუტები. ვცდილობთ, რომ საზღვაო ზოლში ჩამოსული ტურისტი ეზიაროს ჩვენს სხვა ტურისტულ პოტენციალს აჭარის მთიან ნაწილში. მიმდინარე წელს აქცენტს ვაკეთებთ არამატერიალურ კულტურაზე, ბუნებაზე და იმ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც  აჭარაში მრავლად გაგვაჩნია. ყველაზე მეტად ინტერესს სწორედ ის  ფაქტორები იწვევს, რომელიც  ჩვენი სამზარეულოს, ფოლკლორის, ზღვისა და მთის ბუნებრივი შესაძლებლობების ერწყმის და ჩვენი სტუმართმოყვარეობის გამო გვაქვს. სარეკლამო კამპანიაში ამ მესიჯებს ვიყენებთ, რომელიც ემოციებს პირდაპირ გადასცემს პოტენციურ ტურისტებს.


– დადგენილია თუ არა მიმდინარე წლის სეზონის გახსნის კონკრეტული თარიღი?


– მიმდინარე სეზონი, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიხსნება. კონკრეტულ თარიღზე  მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად ვმუშაობთ და მაისში  სეზონი ოფიციალური ღონისძიებით გახსნილად გამოცხადდება.


– როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალი იქნება ტურისტების აქტივობა წელს?

 

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე წელს სამიზნე ქვეყნებიდან საჰაერო მიმოსვლების უპრეცედენტო რაოდენობა უკვე ფიქსირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ტურისტების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე შარშან.

 

– როგორც ცნობილია, ბათუმის აეროპორტს 5 ახალი მიმართულება ეტაპობრივად დაემატება. ელოდებით, თუ არა მიმდინარე წელს ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, რასაც ეს მიმართულებები მოიცავს?

 

– პირველ რიგში ეს ეხება ისრაელს, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავით. ისრაელიდან ყველაზე მეტი ფრენა წელს გვექნება.  ამას ემატება ფრენები რუსეთიდან, სიხშირეების გაზრდა ბელორუსიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ   ავიაგადაზიდვების ტურისტების მიღების ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. შარშან 18%–ით მეტი იყო 2014 -თან შედარებით და წელს 20%-იან ზრდას ველოდებით.


– მაშინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი,  ტურიზმის სექტორს ფასებთან მიმართებაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს, MyRest.Ge - სთან საუბარში, აჭარაში მდებარე არაბრენდირებული სასტუმროები ამბობენ, რომ წელს ფასები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ სეზონზე - როგორ ფიქრობთ, სასტუმროებში ფასების მატება ხომ არ შეაფერხებს წარმატებულ სეზონს?  

 

– ეს მოწოდება ბატონი ქუმსიშვილის მიერ სწორი იყო.იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი გრძელვადიანი პროექტია, ჩვენ აქცენტი მხოლოდ ამ სეზონზე არ უნდა გავაკეთოთ. თურქეთთან და რუსეთთან გამოვლენილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არა მოკლევიადიან, არამედ გრძელვადიან ჭრილში უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. ეს არის რეალური შანსი, რომ მსოფლიო ბაზარზე ადექვატურ ტურისტულ მიმართულებად დავმკვიდრდეთ. რაც შეეხება სასტუმროებს, რადიკალური ცვლილებები ფასში არ არის მოსალოდნელი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ წლევანდელ სეზონზე ამოიღოს ის დაბანდებული ფული, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის მიერაა ჩადებული სასტუმრო ბიზნესში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს წლევანდელი სეზონის ხარჯზე არ მოხდეს. ვიყოთ კიდევ უფრო მოთმინებით აღსავსე და გპირდებით, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო მეტის მომცემი იქნება ჩვენთვის.

 



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up