ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„წელს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ასზე მეტი ქვეყნის ათი ასამდე კომპანია, ტურისტული სააგენტო და ტურისტული ბიზნესის ძირითადი მოთამაშეა წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ მედიის, სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და აჭარის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.