აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს

აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს

access_time2020-01-24 16:45:29

აჭარაში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს არის 2019 წლის ახალი, ასევე წინა წლებში დაწყებული და 2019 წელს მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება. მაჩვენებელში შედის ყველა პროექტი, რაზეც ხელშეკრულება გაფორმებულია აჭარის მთავრობის მიერ, ან 2019 წელს გაცემულია სამშენებლო ნებართვა.ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ. 


მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კონკრეტული ინვესტიციის მოცულობის მითითებით. აღნიშნული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 მლრდ ლარს შეადგენს.


აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი რეგულაციის ფარგლებში, აჭარაში ბოლო 1 წელში, 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა. შედეგად აჭარაში არ არის არც ერთი შეჩერებული მსხვილი საინვესტიციო პროექტი.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის წლის 9 თვის მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



„საქსტატის“ მონაცემებით, აჭარაში 2019 წელს სოლიდურად არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რაც შეეხება მიმდინარე საინვესტიციო პორტფელს, პროექტების მიხედვით საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს 4 მილიარდ ლარს. მათ შორისაა განკარგულების ფარგლებში განახლებული 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.


„აჭარაში არ გვაქვს არც ერთი მსხვილი შეჩერებული საინვესტიციო პროექტი. ყველა პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. რეგიონში გაზრდილია აბსოლუტურად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და პარამეტრი. საუბარია, როგორც დასაქმებულთა რაოდენობაზე, აგრეთვე კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე და ბრუნვაზე. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ზრდა 43%-ით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის აჭარაში არის ჯანსაღი, თავისუფალი და ეფექტური საინვესტიციო გარემო. განსაკუთრებით სასიხარულოა რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი, რაც დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ინდიკატორია“, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქსტატის 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ეკონომიკური მაჩვენებლები გაზრდილია, კერძოდ, დასაქმებულთა მონაცემები 4%-ით, ბრუნვა 39%-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვება 23%-ით.


ipn.ge


თეგები:
აჭარა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up