აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება

აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება

access_time2019-12-11 22:30:03

აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. ამჯერად, ბათუმის და ზოგადად, რეგიონის რეკლამირება ლიეტუვაში რეიტინგული და ყველაზე ყურებადი ტელევიზიის LNK ეთერით ხორციელდება, რომელსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. პარალელურად, აჭარის პოზიციონირება მიმდინარეობს სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia, რომლის მილიონობით მომხმარებელი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ იღებს ინფორმაციას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ცნობადობის გაზრდისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს 16 სამიზნე ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში, ეტაპოპრივად ახორციელებს.



„შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო აქტივობების ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის რეკლამირებას პოლონეთში, უკრაინაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სამიზნე ქვეყნებში. წელს პირველად, დავიწყეთ თანამშრომლობა სამოგზაურო, დაჯავშნის პორტალთან Expedia, რომლის მეშვეობითაც გვსურს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ აჭარა, საქართველო, როგორც მათთვის ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულება. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას WIZZ AIR -თან, რომლის დაბრენდილი ჩასხდომის ბარათებით პოტენციურ უკრაინელ ტურისტებს მოვუწოდებთ აჭარას ეწვიონ. საერთაშორისო ტელეკომპანიების პარალელურად, ჩვენ აჭარის საიმიჯო რგოლების გაშვება უკვე სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ ტელეარხებზე დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ესაა ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, რომლის ეთერშიც ჩვენი ორი ვიდეორგოლი ტრიალებს. ამ და სხვა სარეკლამო აქტივობების მიზანი, ბუნებრივია ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.






თეგები:
აჭარა



„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up