Expedia -ზე აჭარის რეკლამა  იწყება

Expedia -ზე აჭარის რეკლამა იწყება

access_time2019-11-04 13:16:57

აჭარის რეკლამა პოპულარულ, სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com იწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. 


დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს. გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ უშუალოდ სამოგზაურო პლატფორმებზე. სწორედ, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის კამპანიისთვის ავირჩიეთ ისეთი მასშტაბური პლატფორმა, როგორიცაა ექსპედია, სადაც მოხდება ჩვენი რეგიონის, როგორც საინტერესო და ახალი ტურისტული მიმართულების რეკლამირება. Expedia.com-ზე შეიქმნება აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალის ამსახველი სპეციალური გვერდი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, წელს უკვე მეორედ, რეკლამა ვიწყებთ ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მგზავრებისთვის და მოვუწოდებთ მათ შემდეგი არდადეგები ევროპის, სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში - ბათუმში გაატარონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.



ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში მიმდინარეობს, თუმცა გარე, ონლაინ და სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით რეგიონის პოზიციონირება 16 სამიზნე ქვეყანაში გაზაფხულზე დაიწყო. მათ შორის წელს პირველად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსთან ერთად National Geographic-ისა და Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო.




თეგები:
აჭარა Expedia



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up