აჭარა ტურისტებს 426-ი განთავსების და 400-ზე მეტი კვების ობიექტით ხვდება

აჭარა ტურისტებს 426-ი განთავსების და 400-ზე მეტი კვების ობიექტით ხვდება

access_time2018-06-11 11:00:43

აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3 ივნისს გაიხსნა და გასული წლების მსგავსად, დამსვენებლების დიდ ნაკადს ელოდება. რაც შეეხება ქობულეთს, სეზონი პირველ ივლისს სანახაობრივად გაიხსნება.

 

როგორც „კომერსანტს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა განუცხადა, წელს აჭარა ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტებით, განთავსების ობიექტებით, ტურისტული სერვისებით და საერთაშორისო ფესტივალებით შეხვდება, ასევე ბათუმი ტრადიციას არ არღვევს და ივლისის შუა რიცხვებში ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.

 

ასევე წელს, აჭარის რეგიონი ტურისტებს 426-ი რეგისტრირებული სასტუმროთი უმასპინძლებს, სადაც 22 000-მდე საწოლი ადგილია. აღნიშუნლი სასტუმროები მაღალ, საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზეა გათვლილი. რაც შეეხება კვების ობიექტებს, აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონზე 400-ზე მეტი რეგისტრირებული რესტორანი და კაფეა.

 


თამარ კაიკაციშვილის განცხადებით, 2018 წელს გასულ წლებთან შედარებით, აჭარა უცხოელი ტურისტების რაოდენობის 15-20%-ით ზრდას ელოდება.

 

„2017 წელს ჩვენ სამი ადმინისტრაციული საზღვრის აეროპორტის, პორტის და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მონაცემი გვქონდა. უცხოელი ვიზიტორების მილიონ 513 ათასი იყო, წელს ეს რიცხვი 15-20%-ით გაიზრდება.


გასული წლის პიველ სამ თვესთან შედარებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში ბათუმის აეროპორტში ფრენების კუთხით 61%-იანი ზრდაა. ძირითადად კი ჩვენი ტრადიციული ქვეყნები ლიდეროებენ - რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ასევე ახლადათვისებული გერმანია და პოლონეთი, იმედი გვაქვს, რომ იგივე დინამიკა ზაფხუშიც იქნება შენარჩუნებული“, - განმარტა კაიკაციშვილმა.

 

 ლიკა გურაბანიძე





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up