აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, ირაკლი ფანგანი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის დევნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.
Ipn.ge