აჭარის მთავრობა: „ოცნების ქალაქის“ პროექტის  მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობა: „ოცნების ქალაქის“ პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

access_time2021-02-15 17:50:00

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.



თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს შეუქმნის ცხოვრების ღირსეულ პირობებს.



„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა. დღეს უკვე სამუშაოების 70%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სამუშაოების ხარისხის შემოწმება ყოველკვირეულად ხდება. ეს პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს აუხდენს ოცნებას და მისცემს მათ ნორმალურ, ღირსეულ პირობებში ცხოვრების საშუალებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვაშენებთ 580-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და შემდეგი ეტაპისთვისაც, სრულად მოვახდენთ იმდენი ბინის მშენებლობას, რამდენიც საჭირო იქნება აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის. მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, ეს პროექტი აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ დაგვრჩეს ყურადღების და ღირსეული საცხოვრისის გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმებთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ძალიან მალე შევჯერდებით კრიტერიუმებზე, რომელიც სამართლიანობის და ობიექტურობის ნაწილში არც ერთ კითხვას არ დატოვებს უპასუხოდ“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.




მშენებლობა პანდემიის პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი გაზმომარაგების და შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე. მიმდინარეობს სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა.



2021 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 30 მლნ. ლარია გათვალისწინებული. ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up