ბათუმში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ობიექტი აუქციონზე იყიდება - რა პირობებია წაყენებული ინვესტორისთვის

ბათუმში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ობიექტი აუქციონზე იყიდება - რა პირობებია წაყენებული ინვესტორისთვის

access_time2023-02-02 09:00:09

აჭარის მთავრობა ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა N14-ში მდებარე 938,6 კვ.მ შენობა-ნაგებობ(ებ)ისა და მათზე დამაგრებული 10 855 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განაშენიანებისთვის და აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის ინვესტორს ეძებს.


ობიექტი ელექტრონულ აუქციონზეა გამოტანილი და მისი საწყისი ღირებულება 1 520 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო საფასურის გადახდა 3 ეტაპად უნდა მოხდეს და თანხა 2024 წლის 1 ივნისამდე დაიფაროს. იმავდროულად, აუქციონში გამარჯვებული სუბიექტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული ტერიტორიისთვის (ზონა) დაშვებული ობიექტის (გარდა საცხოვრებელი სახლების/აპარტამენტების) მშენებლობის ნებართვის მიღება და ხელშეკრულების გაფორმებიდან არუაგვიანეს 36 თვის ვადაში ექსპლოატაციაში მიღება/ამოქმედება უზრუნველყოს. სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ი უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს.




საპრივატიზაციო პირობების მიხედვითვე, დასაქმებულთა თანაფარდობის და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. ხოლო პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა დაფიქსირდეს.


ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა N14-ში მდებარე ლოტის გასხვისებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 15 თებერვლისთვის ჩანიშნულ აუქციონზე გეგმავს.




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up