აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის დაწყების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის დაწყების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2021-06-11 16:10:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის საკითხებს მიეძღვნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, ასევე საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.



შეხვედრაზე განიხილეს მაღალმთიან აჭარაში სათემო ინტერნეტიზაციის განხორციელების შესაძლებლობა და გზები, რომელიც სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა მხარდაჭერით განხორციელდება და სრულად დაიფარება ყველა დასახლებული პუნქტი.




აღინიშნა, რომ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, იქ სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, კერძო სექტორისთვის კომერციულად არამიმზიდველი გარემოა და შესაბამისად მოსახლეობა დარჩენილია ინტერნეტის გარეშე, მთავრობის მხრიდან სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები ხორციელდება.




შეხვედრაზე გამოხატული იქნა მზაობა და მხარდაჭერა, რომ აჭარის რეგიონში დაიწყოს სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, ასევე დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები.



სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. სახელმწიფოს როლი ამ მოდელში ითვალისწინებს მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში პროექტის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ..



აღნიშნული პრინციპების დაცვით, 2017 წელს თუშეთში, ინტერნეტით დაიფარა 2 ხევი და 24 სოფელი, 2019 წლის ბოლოს ფშავ-ხევსურებსა და გუდამაყარის ხეობებში, ინტერნეტით დაიფარა 130-მდე სოფელი (4 96 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, IP ტელეფონების ინსტალაცია განხორციელდა 18 ოჯახში)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up