აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად დამატებით კლინიკებსაც  ვამზადებთ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად დამატებით კლინიკებსაც ვამზადებთ

access_time2020-03-24 23:15:50

აჭარაში საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება და 1300-ზე მეტს აღწევს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, აჭარაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ორი კლინიკა იმუშავებს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულებს მოემსახურება.

 

მისივე თქმით, კლინიკა მედალფა ბათუმში, ხოლო ევექსის რეგიონალური კლინიკა ქობულეთში მიიღებს ინფიცირებულ პაციენტებს.

 

მინისტრის თქმით, კლინიკებში ბოქსირებული განყოფილებები მოეწყობა. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული ხუთი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ტემპერატურის მატებასთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.

 


ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით დადასტურებული 5 პაციენტია, მათ შორის ოთხის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, მინიმალური კლინიკური ნიშნებით. ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რადგან მას გარდა ტემპერატურის მატებისა აქვს თანხმლები დაავადება, რომელიც პროგრესირების ეტაპზეა. დღის მანძილზე ხუთი ტესტირება ჩატარდა საკარანტინო ზონიდან და თვითიზოლაციიდან შეყვანილ მოქალაქეებზე და ხუთივე ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1300-ზე მეტი მოქალაქეა, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი. მათზე ხორციელდება სრული მონიტორინგი. ყოველდღიურად რამდენჯერმე ხდება მათი თერმოსკრინინგი. შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ, ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად ვამზადებთ დამატებით კლინიკებს. ბათუმში პირველ ეტაპზე ეს იქნება მედალფას კლინიკა, რომელიც ხვალ ჩაეშვება ამ ინფექციის სამართავად, მალევე მას დაემატება ქობულეთში ევექსის რეგიონალური ჰოსპიტალი, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, აჭარაში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და 7-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.

 

ორი მოქალაქე იყო ავსტრიიდან, გუშინ საღამოს დაგიდასტურეთ ერთი შემთხვევა, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფ ამ პირს ჰქონდა ტემპერატურა, გადაყვანილი იყო კლინიკაში და დაუდასტურდა ეს ინფექცია. მას შემდეგ დავიწყეთ შესაძლო ახლო კონტაქტების მოძიება და აღმოჩნდა რომ მასთან ერთად იმავე ბორტით კიდევ ერთი პირი იყო ჩამოსული ავსტრიიდან და ისიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.ისიც გვიან ღამით გადავიყვანეთ კლინიკაში, გამოვიკვლიეთ და დაუდასტურდა კოვიდ-19. ისიც სპეცრეისით თავისმა ქვეყანამ ყველა სტანდარტის დაცვით წაიყვანა. ორივე შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობის იყო,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 

IPN.GE


თეგები:
აჭარა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up