აჭარის ბრენდულ სასტუმროებს ხავერდოვან სეზონზე შემოსავლები გაეზარდათ

აჭარის ბრენდულ სასტუმროებს ხავერდოვან სეზონზე შემოსავლები გაეზარდათ

person access_time2016-10-11 19:30:00

მაღალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი აჭარის სასტუმროები ხავერდოვან სეზონზე ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ.

 


როგორც სასტუმრო „შერატონში" "კომერსანტს" განუცხადეს, სექტემბრის განმავლობაში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით დამსვენებლების 3%– იანი ზრდა დაფიქსირდა. მათივე მონაცემებით,ტურისტები ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან ,თურქეთიდან და ისრაელიდან იყვნენ. „შერატონის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზოგადად ზაფხულთან შედარებით, ტურისტების აქტიურობა იკლებს თუმცა ჯავშნების მიღება გრძელდება. რაც შეეხება ფასებს: ზაფხულთან შედარებით ფასები შემცირდებულია და დღეისათვის ორ ადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით 170$ შეადგენს რასაც 18% იანი დღგ- ემატება.

 


5 ვარსკვლავიან სასტუმრო „კასტელო მარეს" ინფორმაციით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა - მენეჯმენტი ტურისტების რაოდენობით კმაყოფილია. მათივე თქმით, ბევრი სტუმარი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი და ასევე გალფის ქვეყნებიდან.

 



„კასტელო მარეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი მარიამ კედელაძე ამბობს, რომ სასტუმრო სტუმრებს ზამთრის სეზონზეც ელოდება , რადგან სასტუმროში 200 - კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზია და წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიბებია დაგეგმილი. ზაფხულის სეზონზე სასტუმროში დასვენების ფასი ორ პერსნაზე 195 $ იყო, სექტემბერში ნომრის ღირებულბა კი 165$.

 

 

 


სასტუმრო „კასტელო მარე" ც
იხისძირში მდებარეობს. სასტუმროს მოწყობაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. სასტუმრო კომპლექსში 8 სხვადსხვა კატეგორიის 90 ნომრისგან შედგება.

 


ქობულეთში მდებარე სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-ში კი აცხადებენ, რომ სტატისტიკის მიხედვით დამსვენებელთა რაოდენობა სასტუმროში მზარდია და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის რუსუდან ცეცხლაძის ინფორმაციით, ზაფხულისა და სექტემბრის განმავლობაში სასტუმრო საკმაოდ დატვირთული იყო. სტუმრების ძირითადი ნაკადი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა და სასტუმროში ნომრების დაჯავშნა გრძელდება. Georgia Palace Hotel & Spa-ში დასვენების ფასები 149$ დან იწყება.

 


 




ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up