თორნიკე რიჟვაძე - 15 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიფრთხილით

თორნიკე რიჟვაძე - 15 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიფრთხილით

access_time2021-05-28 14:00:00

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებული ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების, ეკონომიკის თანმიმდევრული გახსნის და უსაფრთხო სეზონის უზრუნველყოფის შესახებ გააკეთა განცხადება.


,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აღდგენის პროცესშია საჰაერო ფრენები განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - ,,გაიზარდა ნაკადები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. გასული თვის მონაცემებით 60 % -ით არის აღდგენილი ნაკადები და 60 ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად რაც არის ძალიან პოზიტიური დინამიკა.



აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარების კუთხით პროექტები და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტურისტული ატრაქციები იქმნება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში.


აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და უკვე 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზების წლის გეგმა.


მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით დაწყებულია მუშაობა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებაზე, კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი, ასევე ასახული იქნება მოსახლეობის ყველა პრიორიტეტი. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მინისტრთა კაბინეტს მათ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ პროექტების უმოკლეს დროში წარდგენა დაავალა, რათა ბიუჯეტის კორექტირებისას მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხების ასახვა და გათვალისწინება.


ფერმერების მხარდაჭერა გრძელდება. აჭარაში მიწის დამუშავების პროგრამა წარმატებით დასრულდა. წელს 2150 ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება უფასოდ განხორციელდა. პროგრამა მეორე წელია მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე მიღებულ იქნე გადაწყვეტილება ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამით ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დამუშავდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up