აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. გრძელდება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და ბათუმს მალე UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატება. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.ბათუმის სტადიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა და ადგილზე გაეცნო მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, დასაქმებულთა პირობებს და უსაფრთხოების ზომებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამჟამად აქტიურად ხორციელდება გარე ტერიტორიის მოპირკეთება.ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, საპარკინგე სივრცეების მოწყობა. დასკვნით ეტაპზეა დეკორატიული აუზებისა და საჩრდილობელი ქოლგების მონტაჟი.
პარალელურად მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების სიტემების მონტაჟი და სრულდება მედიის განკუთვნილი სივრცის მოწყობის სამუშაობი.უკვე დასრულებულია საფეხბურთო სტადიონის ფასადის დეკორატიული განათების სამუშაოები, ასევე გახმოვანებისა და შიდა განათების სისტემების მონტაჟი.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობა ღამით იმის გათვალისწინებით განათდება, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება.
ბათუმმა 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა და გარდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონისა, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობასაც.
imedinews.ge