აჭარაში შესაძლოა ფრენების სუბსიდირება განხორციელდეს

აჭარაში შესაძლოა ფრენების სუბსიდირება განხორციელდეს

access_time2019-04-01 21:30:19

აჭარაში შესაძლოა ფრენების სუბსიდირება მოხდეს. საუბარია არასეზონურ პერიოდზე, როდესაც მგზავრთნაკადი საზღვაო ტურისტულ სეზონთან შედარებით მცირეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბათუმში ტურისტული ფესტივალის „ტურისტერის“ ფარგლებში გაჟღერდა, სადაც ითქვა, რომ განიხილება როგორც რეგულარული ასევე ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირება.


როგორც ირკვევა, აჭარის მთავრობაში საკითხი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და არასეზონურ პერიოდში ტურიზმის სტიმულირებისთვის მრავალი მეთოდის განიხილება მიმდინარეობს.


რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში „სუბსიდირების შესახებ“ კანონის მიღებასაც არ გამორიცხავენ. აჭარას, რომელსაც 4 სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაზე აქვს პრეტენზია, მიზნის მისაღწევად კომპლექსურ გამოსავალს ეძებს.


აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ დადგა დრო, რომ „სუბსიდირების შესახებ“ კანონმა დღის შუქი იხილოს.


„თუმცა ამისათვის დაგვჭირდება სწორი სტატისტიკური მონაცემები, თუ რომელი მიმართულებებისა და ავიარეისების სუბსიდირებას ვაკეთებთ. ფრენის სუბსიდირება ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გავა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ თუ რა მიმართულებებს ვაფინანსებთ, ვინ შემოგვყავს. იმიტომ, რომ ტურისტების რაოდენობრივი მაჩვენებელი მაინცადამაინც პანაცეა არ არის. უნდა მოხდეს გაანალიზება, მაგალითად აჭარაში შემოსული ტურისტი რამდენს ხარჯავს. არამგონია, რომ ამ მხრივ მაინცადამაინც სახარბიელო მონაცემები გვქონდეს. ტურისტს თავის მხრივ თავისი ცვეთაც აქვს, იმიტომ რომ ის გადაადგილდება, სატრანსპორტო საშუალება სჭირდება და ასე შემდეგ. შესაძლოა ცალკეული ერთი ტურისტის მიერ განხორციელებული ცვეთა უფრო ძვირი იყოს, ვიდრე მის მიერ რეგიონში დატოვებული თანხა. ამიტომ ეს არის კარგად დასათვლელი, თუ რა კატეგორიის ფრენების სუბსიდირებას მოვახდენთ და გვიღირს თუ არა ფრენების სუბსიდირება”, აცხადებს დავით გაბაიძე.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სუბსიდირებით არ უნდა მოხდეს ბაზრის მოთამაშეების არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენება და ამიტომ საქმეში კონკურენციის სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.


avianews.ge


თეგები:
ფრენები



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up