აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლად ტარიელ გიორგაძე  დაინიშნა

აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლად ტარიელ გიორგაძე დაინიშნა

access_time2018-09-18 11:05:22

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონში მოქმედ 200მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს შეხვდნენ და მათ აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინეს.



აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის პოზიციას ტარიელ გიორგაძე დაიკავებს. ტარიელს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ტარიელ გიორგაძე კერძო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა ბიზნესის მენეჯერად. ასევე, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. 2014-2018წწ იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.




„აჭარის რეგიონი გამოირჩევა ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით მაღალი აქტივობით, მიმდინარეობს და დაგეგმილია საინვესტიციო პროექტები. აქ წარმოდგენილები არიან, როგორც ქართველი ასევე, უცხოელი ინვესტორები. აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის დანიშვნა ადგილობრივ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გააქტიურებს. ჩვენი რეგიონული შეხვედრების დროს ბიზნესმენები ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სწორედ ადგილობრივ თვითმართველობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის საკითხს აყენებდნენ და ვფიქრობ ჩვენი წარმომადგენლის დანიშვნა მეწარმეებს დაეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ახალი პლატფორმის მიზანია დავეხმაროთ და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბიზნესმენებს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ექმნებათ. მინდა წარმატებები ვუსურვო ტარიელს ახალ პოზიციაზე. “ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


„კომერსანტი“ 




გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი"

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...


მსგავსი სიახლეები

up